კვირის სასიყვარულო ჰოროსკოპი - რა გამოცდა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 28 თებერვლიდან 6 მარტამდე?
1 მარტიდან 6 მარტამდე ხელსაყრელი დროა ახალი ნაცნობობისა და რომანტიკული ურთიერთობებისთვის. კონფლიქტის შემთხვევაში, შეყვარებულებმა ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ. სჯობს მშვიდად განიხილოთ უთანხმოება და მათი მშვიდად მოგვარება სცადოთ.
ვერძი - ენდეთ მხოლოდ გულს და გრძნობებს.
ქალი
საყვარელ მამაკაცზე შთაბეჭდილების მოსახდენად მთელი ფანტაზიის და წარმოსახვის გამოვლენა მოგიწევთ. სანთლის შუქზე ვახშამი ან ქალაქში რომანტიკული გასეირნება გრძნონებს გააცოცხლებს.
მამაკაცი
შეყვარებულებს დილემა ემუქრებათ. თუ ხვდებით, რომ გიყვართ, აღიარეთ საკუთარი გრძნობების შესახებ საყვარელ ადამიანთან და შეეცადეთ ურთიერთგაგება მოიპოვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნუ დროს ნუ დაკარგავთ და ცრუ იმედებს ნუ მიეცემით.
კურო - გაუფრთხილდით გრძნობებს, მიანიჭეთ სიხარული და ბედნიერება საყვარელ ადამიანებს.
ქალი
თქვენმა პრეტენზიებმა და ზედმეტმა მგრძნობიარობამ შეიძლება ყველაზე მშვიდი ადამიანიც კი წონასწორობიდან გამოიყვანოს. ნუ მოუწყობთ სკანდალებს საყვარელ ადამიანს, ნუ გაკიცხავთ და ულტიმატუმებს ნუ წაუყენებთ. მხოლოდ მშვიდი საუბარი შეუწყობს ხელს ურთიერთობის გარკვევას და ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს.
მამაკაცი
ეცადეთ საყვარელ ადამიანს მეტი დრო დაუთმოთ. ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ ვიღაცას თქვენი გრძნობების გამოვლენა სასაცილოდ მოეჩვენება. კარგი იქნება თუ შაბათ-კვირას მარტო თქვენ და ის გაატარებთ და ყველა საზრუნავის შესახებ დაივიწყებთ.
ტყუპები - დიდი ხნის მეგობრობა შეიძლება სიყვარულად იქცეს.
ქალი
მზრუნველი მეზობელი გვერდით სადარბაზოდან ან ყურადღებიანი კოლეგა, რომელიც დილას ყავას მოგიტანთ, შეიძლება შესანიშნავი ქმარი და მამა გახდეს. მიეცით საშუალება, რომ ურთიერთობაში მეტი ინიციატივა გამოავლინოს.
მამაკაცი
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ძველ მეგობარს, რომელთან ერთად გამოფენებზე დადიოდით და თანამედროვე ხელოვნებაზე კამათობდით, ხოლო ფეხბურთის მატჩებზე ერთსა და იმავე გუნდს გულშემატკივრობდით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე სხვასთან ერთად იქნება ცხოვრება ასეთი მარტივი და სახალისო.
კირჩხიბი - ქარიზმა და ბუნებრივი ხიბლი მაგნიტზე უფრო ძლიერად იზიდავს.
ქალი
გამოიჩინეთ თქვენი განუმეორებელი ხიბლი და სინაზე, მიეცით უფლება თქვენს რჩეულს საკუთარი ძალა იგრძნოს. სანაცვლოდ, შეგიძლიათ ყველაფერი მოითხოვოთ, თუნდაც ვარსკვლავები ციდან.
მამაკაცი
უცოლო კირჩხიბები სავარაუდოდ, ოჯახური სიმყუდროვის განცდას მოისურვებენ. თქვენი მომხიბვლელი ღიმილი და დახვეწილი იუმორი ნებისმიერ ლამაზმანს მოხიბლავს. ასე, რომ შეგიძლიათ შეადგინოთ თამამად იმოქმედოთ.
ლომი - უახლოესი დღეები მხიარულებით და სიამოვნებით აგავსებთ.
ქალი
დაძაბული მუშაობა შეიძლება ცუდი განწყობის ან საყვარელ ადამიანთან კონფლიქტის მიზეზი გახდეს. მიეცით თავს სასიამოვნო დასვენების უფლება, მოიწვიეთ თქვენი ჯენტლმენი საცეკვაოდ და უგუნებობა შარშანდელი თოვლივით გაქრება.
მამაკაცი
თუ ჯერჯერობით მარტო ხართ, შეგიძლიათ თამამად წახვიდეთ მხიარულ წვეულებებზე. სავარაუდოდ, სწორედ იქ გელით ადამიანი, რომელიც თქვენი ცხოვრების თანამგზავრი გახდება. თუ საყვარელი ადამიანი უკვე გყავთ, წვეულებაზე ისიც წაიყვანეთ, რომ მეტი დრო გაატაროთ ერთად. გული უკვე წაგართმევთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თანმხლები მოგიწვიოთ, რომ მეტი დრო გაატაროთ ერთად.
ქალწული - საუკეთესო დრო შვებულებაზე და მოგზაურობაზე ფიქრისთვის.
ქალები
თუ ხანგრძლივი მოგზაურობის საშუალება არ გაქვთ, ეცადეთ შაბათ-კვირა საყვარელი ადამიანის კომპანიაში, ბუნებაში გაატაროთ.
მამაკაცი
შესანიშნავი დროა ხანმოკლე რომანტიკული მოგზაურობისთვის. წყვილებს საშუალება ექნებათ განაახლონ თავიანთი ურთიერთობა, შეყვარებულები კი მომავალს დაგეგმავენ.
სასწორი - ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გარშემო ყურადღებით მიმოიხედოთ.
ქალი
თქვენს მომხიბვლელ ღიმილს ნებისმიერი მამაკაცის გულის მოგება შეუძლია. უფრო ხშირად გაიღიმეთ, რომ თაყვანისმცემლებს გმირული და კეთილშობილური საქმეების კეთების სურვილი გაუჩინოთ.
მამაკაცი
უცოლო მამაკაცებს ვარსკვლავები ძველ ნაცნობთან შემთხვევით შეხვედრას პირდებიან. რომანტიკული გრძნობა მოულოდნელად გეწვევათ და თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებს მოიტანს.
მორიელი - დროა, სერიოზული გადაწყვეტილებები მიიღოთ.
ქალები
შეილება რამდენიმე თაყვანისმცემელმა ერთდროულად გადაწყვეტოს საკუთარი გრძნობების შესახებ გიამბოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ გულს დაეკითხოთ, სანამ რომელიმეს საბოლოო პასუხს გასცემთ.
მამაკაცი
ვარსკვლავები შეყვარებულებს ურჩევენ, რომ სანამ რჩეულს სიყვარუილში გამოუტყდებიან, ლამაზი და რომანტიკული გარემო შექმნან. შუშხუნა ღვინო ბუხართან ან სიბნელეში მოციმციმე სანთლები საჭირო სიტყვების შერჩევაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი - შემთხვევითმა შეხვედრამ შეიძლება თქვენი მომავალი ცხოვრება შეცვალოს.
ქალი
კაფეში ან სუპერმარკეტში შეწმთხვევითი შეხვედრით შეიძლება თქვენი ცხოვრების დაუვიწყარი თავგადასავალი დაიწყოს, რომელიც სიყვარულისა და რომანტიკის სამყაროში გაგაქანებთ. კაცები
მამაკაცი
შემთხვევითი ნაცნობობა მეგობრობაზე მეტს გპირდებათ. ნელა და თანმიმდევრულად იმოქმედეთ, რომ თქვენი რჩეული არ დააფრთხოთ. ყვავილები, შამპანური და ბუშტები საყვარელი ადამიანის ყურადღების მიპყრობაში დაგეხმარებათ.
თხის რქა - ისიამოვნეთ ცხოვრებით, მაგრამ თავი არ დაკარგოთ.
ქალები
თქვენი ბუნებრივი ხიბლი ბევრ მამაკაცს იზიდავს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ უფრო ყურადღებით დააკვირდეთ თაყვანისმცემლებს. სავარაუდოდ, ვიღაცას მზაკვრული გეგმები აქვს.
მამაკაცი
ლამაზი ქალის ყურადღება თავბრუს დაგახვევთ და სასიამოვნო ჟრუანტელს მოგგვრით. ამასთან, დაოჯახებულ მამაკაცებს ვურჩევთ გონიერება გამოიჩინონ და ცდუნებას არ აჰყვნენ, რადგან უბრალო გატაცებას შეიძლება ბედნიერი ოჯახის დანგრევა მოჰყვეს.
მერწყული - სევდას და სასოწარკვეთას ნუ მიეცემით.
ქალები
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მეტი სიბრძნე და მოთმინება გამოიჩინოთ. ეცადეთ თქვენი ცუდი განწყობა სხვა ადამიანებს და რაც მთავარია, საყვარელადამიანს არ დაანახოთ. რომანტიკული პაემანი დაძაბულობის განმუხტვაში დაგეხმარებათ.
მამაკაცი
გამორიცხული არაა, რომ თქვენს გარშემო შურიანი ხალხი გამოჩნდეს. ნუ მისცემთ სხვა ადამიანებს უფლებას, რომ თქვენ და საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა გააკრიტიკონ. გახსოვდეთ - ნაკლებ გულწრფელობა უცხო ადამიანებთან.
თევზები - თუ რამე არ მოგწონთ, ეცადეთ შეცვალოთ.
ქალები
ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელ ადამიანთან საკუთარი ძალისა და დამოუკიდებლობის დემონსტრირებას ერიდოთ. დაე, მამაკაცი საიმედო საყრდენი იყოს, ხოლო ქალი ბედნიერებით დატკბეს.
მამაკაცი
თუ ხვდებით, რომ საყვარელი ქალი თქვენს მიმართ ინტერესს კარგავს, სკანდალების მოწყობის ნაცვლად, შემოქმედებითი აზროვნება გამოიჩინეთ და ყურადღებით და ზრუნვით სასიამოვნოდ გააკვირვეთ. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, დაუბრუნდება თუ არა ვნება და სითბო ურთიერთობას.