თეგებით ძიება

რომელი ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ დღეიდან საქართველოში შემოსვლას PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით

PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით საქართველოში შემოსვლა დღეიდან კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ. ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილება საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით, დღეიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

თითქმის 10-თვიანი პაუზის შემდეგ, რეგულარული ფრენები ქვეყანაში 1 თებერვლიდან აღდგა. სახმელეთო საზღვრებზე კი, ამ ეტაპზე კვლავ არსებული რეჟიმი ნარჩუნდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა