თეგებით ძიება

ამირან გამყრელიძე თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

ვმუშაობ ჩვეულ რეჟიმში“, - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ის თანამდებობას ტოვებს.

რაც შეეხება გავრელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გამყრელიძეს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან დაპირისპირება აქვს, გამყრელიძე აცხადებს, რომ არავითარი დაპირისპირება არავისთან არ აქვს და"სუბორდინაციას ყოველთვის იცავს".

შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ვრცელდება კულუარული ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადაყენებაზე.

როგორც სერგო ჩიხლაძე აცხადებს, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ამირან გამყრელიძეს შორის „მწვავე დაპირისპირებაა“.

„ინტერპრესნიუსი“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა