თეგებით ძიება

უვაქცინობის პირობებში ქვეყნის გახსნა აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილებაა - ბიძინა კულუმბეგოვი

ვაქცინა არ შემოდის ამ ეტაპზე, რასაკვირველია, კოვაქსის პრობლემაა, მაგრამ სახელმწიფოს უნდა განეხორცილებელინა მეტი პროაქტიული ქმედებები covax-თან, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა “ტვ პირველთან” განაცხადა.

კულუმბეგოვი ამბობს, რომ სანამ მინიმუმ 100 000 არ იქნებოდა აცრილი, შეზღუდვების მოხსნა არ შეიძლებოდა, რადგან ქვეყანა შეიძლება კვლავ შეზრუდვების დაწესების აუცილებლობის წინაშე დადგეს.

“უვაქცინობის პირობებში ქვეყნის გახსნა არის ძალიან დიდი რისკი და ეს მიმაჩნია აბსოლუტურად არასწორ გადაწყვეტილებად. ჯერ უნდა ყოფილიყო ქვეყანაში მინიმუმ 100 000 ადამიანი აცრილი, რომ ასეთ ლიბერალურ შეზღუდვების მოხსნაზე გვეფიქრა. ეს არის შეცდომა, რამაც შეიძლება ისევ უკან დაგვაბრუნოს და შეზღუდვების საჭიროების წინაშე დაგვაყენოს. ვაქცინა არ შემოდის ამ ეტაპზე, რასაკვირველია, კოვაქსის პრობლემაა, მაგრამ სახელმწიფოს უნდა განეხორცილებელინა მეტი პროაქტიული ქმედებები covax-თან. აქტიური ქმედებები არ განახორციელა და ეს სერიოზული განსჯის საგანი უნდა იყოს და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ადამიანებს ამის გამო, იმიტომ რომ ყოველი დღე დაგვიანება ვაქცინაციის ითარგმნება ადამიანების სიცოცხლეში”, – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი “ტვ პირველთან”.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა