თეგებით ძიება

13 წლის მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, ქარელში მასწავლებელი დააკავეს

მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით შიდა ქართლში მასწავლებელი დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. მასწავლებელი რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

13 წლის მოზარდმა 55 წლის ფიზკულტურის მასწავლებლის მხრიდან გარყვნილ ქმედებაზე ინფორმაცია ერთ-ერთ პედაგოგს მიაწოდა.

არსებული ინფორმაციით, ფაქტი სასწავლო პროცესის დროს მოხდა. ინფორმაციის მიღებისთანავე, სკოლის დირექციამ ჯერ შიდა მოკვლევა დაიწყო, შემდეგ კი ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ბავშვთა სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა.


„იმედინიუსი“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა