თეგებით ძიება

საქართველოს რკინიგზა ხანძარზე: აალდა ძველი ვაგონცისტერნა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო

საქართველოს რკინიგზა სამგორის რაიონში, მატარებლის გამოუსადეგარი ვაგონცისტერნის აალების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

გამოუსადეგარი ვაგონცისტერნაში, რომელიც აალდა, მაზუთის ნარჩენი იყო.

„შემთხვევა მოხდა ისანში, საქართველოს რკინიგზის თბილისის საკვანძო სადგურში. აალდა ძველი, გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო.

ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამაშველო სამსახურები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან უმნიშვნელოა კომპანიის ფინანსური ზიანი“, - ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა