როგორ შევინახოთ ხურდა ისე, რომ ოჯახში ფული მივიზიდოთ
თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი ფულის საბანკო ბარათებზე შენახვას და უნაღდო ანგარიშსწორებას არჩევს, რადგან ის უფრო მოსახერხებელია და ერთ სისტემაში ინახება, მაგრამ ნაღდ ფულს თავისი უპირატესობა აქვს - თუ შეინახავთ, მას შეუძლია ჯადოსნური ძალა ჰქონდეს.
სიმდიდრის მოსაზიდად მონეტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ, რადგან ისინი ენერგიას უკეთესად ინარჩუნებენ. იმისათვის, რომ თქვენმა ფულმა მეტი ფული მოიზიდოს, საჭიროა მათი სწორად შენახვა.
ცრურწმენების უმეტესობა სწორედ მონეტებს უკავშირდება. ზოგი ფიქრობს, რომ მონეტების დიდი რაოდენობით შენახვა არ ღირს, თუმცა ჩვენი წინაპრები მას სიმდიდრის მოსაზიდად იყენებდნენ.
ყულაბა
ყულაბა წითელი ან ოქროსფერი უნდა იყოს - ეს ფულის მოზიდვის მთავარი პირობაა. ყველა ნომინალური ღირებულების მონეტას ერთ ყულაბაში ნუ ჩაყრით, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას საპირისპირო ეფექტი ექნება. აიღეთ ყველაზე მაღალი ნომინალის მონეტები და ყულაბაში ჩაყარეთ. ყულაბა ნებისმიერი ოთახის კუთხეში უნდა დადგათ, საძინებლის გარდა. ამ შემთხვევაში მონეტები ენერგეტიკული პორტალების დახმარებით სხვა მონეტებს მოზიდავენ.
კარის ზღურბლი
სიმდიდრის მოსაზიდად ჩვენი წინაპრები კარის ზღურბლთან მონეტას დებდნენ. ითვლება, რომ ეს ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ეფექტური მეთოდია. მნიშვნელოვანია, რომ ფულის მოზიდვის რიტუალისთვის ვერცხლის მონეტა გამოიყენოთ. თუ თქვენი ბინის შესასვლელთან ზღურბლი არ არის ან იქ მონეტის ჩადება შეუძლებელია, შესასვლელი კარის ხალიჩის ქვეშ უნდა დადოთ. მთავარია, რომ მისი პოვნა ვერავინ შეძლოს. რიტუალის ეფექტურობისთვის მონეტას ადგილი არ უნდა შეუცვალოთ.
სარკესთან
კარგ მინიშნებად ითვლება, თუ ადამიანი სახლიდან გასვლამდე ფულს სარკის წინ დადებს. ფული ისე უნდა დადოთ, რომ მონეტა სარკეში აირეკლოს. ითვლება, რომ ასეთი რიტუალი თქვენი შემოსავლის გაორმაგებაში დაგეხმარებათ.
მონეტა თეფშზე
კიდევ ერთი რიტუალი დერეფანში მონეტებიანი თეფშის დადებას გულისხმობს. პატარა თეფშზე მონეტა დადეთ და ყოველ დღე ნებისმიერი დასახელების ნომინალი დაამატეთ. ეს ფულის დაგროვების საუკეთესო საშუალებად ითვლება და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.