ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც გაზაფხულზე კონფლიქტები ელით
დიახ, ზოდიაქოს ხუთი ნიშნის წარმომადგენლებს უახლოეს პერიოდში, მრავალრიცხოვანი კონფლიქტი ელით. ამ პერიოდთან გამკლავება ძალიან გაუჭირდებათ, მაგრამ საბოლოოდ, გამარჯვებულები დარჩებიან.
არ არის საჭირო დრამატიზება და ნერვიულობა. წარუმატებელი პერიოდის შემდეგ თქვენს ქუჩაზე აუცილებლად გაზაფხული მოვა.
ვერძი
იმის გამო, რომ გარშემო ყველას და ყველაფრის კონტროლს არიან მიჩვეულები, ამის გამო ბევრი კონფლიქტი ელით. ისინი მოინდომებენ, რომ ყველაფერი ზუსტად ისე იყოს, როგორც თავად წარმოუდგენიათ და გარშემო მყოფთა მოსაზრებებს არ ითვალისწინებენ. გასაკვირი არაა, რომ ასეთ დამოკიდებულებაზე ადამიანებს ცუდი რეაქცია ექნებათ და გაუგებრობა შეიქმნება.
თევზები
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს რთული ხასიათი მრავალი პრობლემის წინაშე დააყენებს და უმეტესობა მათი კომენტარებით იქნება გამოწვეული.
გახსოვდეთ, უკონტროლო სიტყვებმა შეიძლება ბევრი უსიამოვნება მოგიტანოთ.
გამუდმებული კამათი უფროსთან, კოლეგებთან, ახლობლებთან და უამრავი კონფლიქტი მხოლოდ იმის გამო, რომ თევზებს საკუთარი შეცდომების აღიარება არ სურთ და ურთიერთობას ისე აგრძელებენ თითქოს არაფერი მომხდარა.
ტყუპები
ტყუპებს რთული დრო დაუდგათ და ემოციების კონტროლი უჭირთ. იმის ნაცვლად, რომ საკუთარ პრობლემებზე ისაუბრონ, ისინი გარშემომყოფებისგან დისტანცირებას და დახმარებაზე უარის თქმას არჩევენ.
ახლობელი ადამიანები ტყუოების დახმარებას ცდილობენ, სანაცვლოდ კი ურთიერთობების გარკვევას და ბრალდებებს იღებენ. უმეტეს შემთხვევაში, სწორედ ეს გახდება კონფლიქტების მიზეზი.
ვარსკვლავები ტყუპებს ურჩევენ თვითგამოხატვის სხვა გზა გამონახონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ძალიან დაზარალდებიან.
ლომი
გაზაფხულის მოსვლა ყველაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. მაგალითად, ლომებს ეჩვენებათ, რომ კოლეგები თავიანთ მოვალეობებს არ ასრულებენ და იმას არ ამბობენ, რაც უნდა თქვან. ამის გამო კოლეგებთან კონფლიქტები ლომების ყოველდღიური, ჩვეულებრივი მოვლენა გახდება.
ლომები ძალიან სწრაფად დაკარგავენ მოთმინებას და თითქმის ყველა კოლეგას ეჩხუბებიან. დიახ, რთული პერიოდია, მაგრამ ის სამუდამოდ არ გაგრძელდება.
მორიელი
მორიელებს გარემოცვის თვალსაზრისით, არ გაუმართლათ. სამწუხაროდ, ყველა ადამიანი ისეთი არ არის, როგორადაც ცდილობს თავი მოგვაჩვენოს, ამიტომ კონფლიქტები გარდაუვალია.
გაზაფხულზე მორიელების გარშემო ბევრი ნეგატივი იქნება, სამაგიეროდ, ბევრ არაკეთილმოსურნე ადამიანთან ურთიერთობას გაწყვეტენ და გაცილებით მშვიდი ზაფხული ელით.