თეგებით ძიება

2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
ხელსაყრელი დღეა საქმიანობის შეცვლისთვის. შეიძლება სიტუაციის შეფასებიდან და ვარაუდებიდან პირდაპირ საქმეზე გადახვიდეთ და სამუშაო ადგილის შეცვლის შესაძლებლობა გამოიყენოთ. საქმიანი ადამიანების შრომისუნარიანობა იზრდება, ხოლო პროექტები სწრაფი ტემპით ვითარდება. გახსოვდეთ, სამსახურის გარდა, არსებობს ოჯახი და შვილები. ეცადეთ საყვარელ ადამიანებს ყურადღება არ მოაკლოთ.

კურო
პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია წარუმატებლობები. ინტიმურ საკითხებზე ზედმეტად ფოკუსირება არასასურველია. გირჩევთ ეს დღე ბუნებაში ხეტიალს, ქალაქგარეთ გასეირნებას და მოგზაურობას დაუთმოთ. ნუ დაივიწყებთ ადამიანებს, რომლებსაც თქვენი დახმარება სჭირდებათ. შესაფერისი დროა დაკარგული ნივთების ძებნისა და დავიწყებული კავშირების აღდგენისთვის. ოჯახური ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა. აქტიური დასვენება და წყლის პროცედურები მძიმე დღის შემდეგ სტრესისგან განთავისუფლებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები
წინააღმდეგობრივი დღეა. შესაძლოა, დილას ენერგიული და მხიარული იყოთ, მაგრამ ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან საღამო იმედგაცრუებასა და შეცდომებს მოგიტანთ. ადამიანების ობიექტურად შეფასება გაგიჭირდებათ, ამიტომ უსიამოვნო მოვლენები და სიახლეები გელით.

კირჩხიბი
სასურველსა და რეალობას შორის შეუსაბამობამ შეიძლება პესიმიზმი ან აგრესიული მდგომარეობა გამოიწვიოს. თავი შეიკავეთ ფინანსური ოპერაციების განხორციელების, სესხის აღების ან გაცემისგან. სასურველია სუფთა ჰაერზე ფიზიკური შრომა. თუ ამ მდგომარეობიდამ გამოსვლის ძალა მონახეთ, ყველაფერი წარმატებით გამოვა. არ არის გამორიცხული, რომ თქვენი სოციალური და მატერიალური გაუმჯობესდეს.

ლომი
შესაძლოა, გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ და ილუზიებს მიეცეთ. გარეგნულად ყველაფერი უცვლელი და წარმატებულიც კი ჩანს, მაგრამ შინაგან დაძაბულობას და მძიმე წინათგრძნობას ებრძვით. გამორიცხული არ არის, რომ წარსულის ნეგატიური მოვლენები თქვენს ფსიქიკაზე აისახოს. არახელსაყრელი დღეა კოლექტიური საქმიანობისთვის, ამიტომ უმჯობესია ინდივიდუალური საქმეებით დაკავდეთ.

ქალწული
ამ დღეს ყველაზე მეტად საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ. მოსალოდნელია უსიამოვნო სიახლე, რომელმაც შეიძლება წონასწორობა დაგაკარგინოთ და ნერვიულ სტრესამდე მიგიყვანოთ. შედეგად, გამორიცხული არ არის ფიზიკური და ფსიქიკურ ჯანმრთელობის პრობლემები. ოჯახური საქმეები დაუგეგმავ ფინანსურ ხარჯებს გამოიწვევს.

სასწორი
მოსალოდნელია მნიშვნელოვანი შემოსავლის მიღება. ფინანსური სირთულეები დროებით, უკან დაიხევენ. ძლიერმა ემოციებმა შეიძლება შეცდომა დაგაშვებინოთ. საკუთარ თავზე კონტროლი რომ არ დაკარგოთ, ეცადეთ დროულად შეჩერდეთ და ემოციები მოთოკოთ. თქვენმა დაუფიქრებელმა სიტყვამ ან ქმედებამ შეიძლება ვიღაცას გული ძალიან ატკინოს.

მორიელი
არახელსაყრელი დღეა ცხოვრების რეორგანიზაციის, საცხოვრებლის ადგილის შეცვლისა და რემონტისთვის. ერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. გამორიცხული არ არის, რომ ქონებრივი პრობლემა წარმოიშვას. შესაძლებელია არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, რაც ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო გაამწვავებს. სასურველია ეს დღე თქვენს ჩვეულ საქმიანობას დაუთმოთ. ეცადეათ ზედმეტ გადაღლას ერიდოთ.

მშვილდოსანი
თუ ამ დღეს გონივრულად დაგეგმავთ და ენერგიულად იმოქმედებთ, თქვენი იდეების განხორციელებას სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ადვილად შეძლებთ. ამის გარდა, პროფესიული დავალებების ეფექტურად შესრულებას და შერყეული ურთიერთობების გამტკიცებას მოახერხებთ. თქვენი ენერგიულობა და სიზუსტე გარშემო მყოფებს გააოცებს.

თხის რქა
ეს დღე ხელსაყრელია სამომავლო გეგმების შედგენისა და სიტუაციის შეფასებისთვის. გამორიცხული არ არის, რომ მოვლენები თქვენთვის არასასურველად განვითარდეს. თუ პრინციპულობას და მონდომებას გამოიჩენთ, პროფესიულ და პირად ცხოვრებაში შესანიშნავ შედეგებს მიაღწევთ. გირჩეწვთ დღის მეორე ნახევარი პრევენციულ და გამაჯანსაღებელ მკურნალობას დაუთმოთ. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებსა და მოხუცებში მაღალია ინფექციური დაავადებების რისკი. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთან ჯანმრთელობაზე.

მერწყული
ამ დღეს წარმატება ელის მათ, ვინც საკუთარ მოქმედებებს დამოუკიდებლად გეგმავს და წარმატებით ახორციელებს. შესაძლოა, საკუთარი პრობლემებისა და შთაბეჭდილებების სხვებისთვის გაზიარების სურვილი გაგიჩნდეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამან შეიძლება იმედგაცრუება მოგიტანოთ. მეგობრებს ბრმად ნუ ენდობით. წინააღმდეგ შემთხვევაში პირად ცხოვრებაში უსიამოვნო ცვლილებს თავიდან ვერ აიცილებთ.

თევზები
გართობისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის შესაფერისი დღეა. თუ პროფესიული პრობლემებისა და საქმეების დროებით დავიწყებას შეძლებთ, დაუვიწყარი შეხვედრა გელით. თქვენი ემოციურობა და უსაზღვრო ენერგია გარშემო მყოფების გაოცებას იწვევს. შესაძლოა, ახალი მეგობრები შეიძინოთ, რაც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს თქვენს შინაგან სამყაროს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა