თეგებით ძიება

ჰოლივუდის მრავალშვილიანი მამები - როგორი მშობლები არიან მილიონების კერპები?

ზოგადად, ჰოლივუდის ვარსკვლავები ოჯახის ერთგულებით არ გამოირჩევიან, თუმცა მათ შორისაც არიან შესანიშნავი მამები, რომლებიც შვილებზე გამორჩეულად ზრუნავენ და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ.

ჩარლი ჩაპლინი, 11 შვილი

ჰოლივუდის მრავალშვილიანი მამები - როგორი მშობლები არიან მილიონების კერპები?


ამ კაცმა გრძელი (88 წელი) და საინტერესო ცხოვრებით იცხოვრა და შეძლო მსოფლიო კინოს ლეგენდა გამხდარიყო. ჩარლის 4 ქორწინებიდან 11 შვილი ჰყავდა, რომლებსაც მზრუნველობას და სიყვარულს არ აკლებდა. ზრუნავდა. ოჯახის დემოგრაფიულ მდგომარეობაში განსაკუთრებული წვლილი უკანასკნელმა მეუღლემ, უნა ო’ნილმა შეიტანა, რომელმაც ქმარს რვა შვილი აჩუქა.
ჩარლი ჩაპლინი 70 წლის იყო, როცა ნაბოლარა შვილი ეყოლა. ჩარლის შვილებს შემოქმედებითი ნიჭი მამისგან მემკვიდრეობით ერგოთ, მაგრამ ყველაზე ცნობილები ჯერალდინა და სიდნი ჩაპლინები გახდნენ - პირველი, როგორც კინოს მსახიობი და მეორე, როგორც თეატრის მსახიობი.

ედი მერფი, 10 შვილი



ედის პირველი ორი შვილი 1989 წელს, მეგობარი გოგონებისგან შეეძინა. შემდეგ მსახიობი ცოტათი დაშოშმინდა და ნიკოლ მიტჩელთან დაქორწინდა. ამის შემდეგ სამყაროს ედი მერფის ხუთი მემკვიდრე მოევლინა, თუმცა ედი ამაზე არ შეჩერებულა. მეგობარმა გოგონებმა მსახიობს კიდევ სამი შვილი აჩუქეს. ერთ-ერთს, Spice Girls- ის ყოფილ სოლისტს, მელანი ბრაუნს ბავშვისთვის დნმ-ის ანალიის ჩატარება მოუწია, რომ ედის ქალიშვილის მამობა ეღიარებინა.

მელ გიბსონი, 9 შვილი



”მე მომწონს მამობა, ის გაახალგაზრდავებაში და ცხოვრების თავიდან დაწყებაში მეხმარება“ - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა. ახალგაზრდობაში მექალთანე და ჩხუბისთავმა გიბსონმა საშინელ ავტოკატასტროფაში მოხვედრის შემდეგ, შეხედულებები შეიცვალა და სამაგალითო კათოლიკე და ოჯახის კაცი გახდა. რობინ მურთან ქორწინებაში მას შვიდი შვილი შეეძინა.
რუს პიანისტთან ოქსანა გრიგორიევასთან სასიყვარულო ურთიერთობამ სკანდალებისა და სასამართლო პროცესების გარდა, ქალიშვილი ლუსია აჩუქა. მელ გიბსონი ამაზეც არ შეჩერებულა და თავის დიდ ოჯახს მეცხრე შვილი შემატა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მას ჯოდი ფოსტერის (მსახიობის კარგი მეგობარი და ცნობილი ლესბოსელი) ორი შვილის მამობასაც მიაწერენ, მელ გიბსონმა შეიძლება ჩარლი ჩაპლინის რეკორდი მოხსნას.

კლინტ ისტვუდი, 7 შვილი



91 წლის ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი. 1986-88 წლებში მოღვაწეობდა როგორც პოლიტიკოსი და იყო კალიფორნიის ერთ-ერთი ქალაქის მერი. ექვსმა სხვადასხვა ქალმა მას მამობის სიხარული შვიდჯერ მიანიჭა. ისტვუდის ყველა შვილი ნიჭითა და სილამაზით გამოირჩევა. უმცროსი ვაჟი, რომელიც ცდილობს კინოინდუსტრიაში წარმატებას საკუთარი ნიჭით მიაღწიოს, დედის გვარზე გადავიდა, რომ კლინტ ისტვუდთან ნათესაური კავშირი დაემალა.
კლინტ ისტვუდმა შეუძლებელი შეძლო - მის ყველა შვილს მამასთან და ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ისინი მსახიობს მუშაობაში ეხმარებიან და მხარს უჭერენ. მაგალითად, ისტვუდის ფილმის „პარიზის მატარებელი" პრემიერაზე მთელი მრავალრიცხოვანი ოჯახი შეიკრიბა.

სტივენ სპილბერგი, 7 შვილი



ცნობილ რეჟისორსა და პროდიუსერს შეუძლია როგორც შთამბეჭდავი ფილმოგრაფიით, ასევე მრავალრიცხოვანი შთამომავლობით იამაყოს. ვარსკვლავური პოპულარობის მიუხედავად, რეჟისორი იქცევა, როგორც ჩვეულებრივი ბავშვების ჩვეულებრივი მამა. არც ისე დიდი ხნის წინ, ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ სპილბერგი ტელეფონით შვილების კონცერტს იწერდა.
სპილბერგის შვილებმა თეომ და საშამ მუსიკალური ჯგუფი Wardell ჩამოაყალიბეს, რომლის ბრუკლინში გამოსვლას ამაყი მამა ესწრებოდა. უმცროსმა ქალიშვილმა მამას უსიამოვნო სიურპრიზი მოუწყო. მიქაელამ ერთ-ერთ გამოცემას სკანდალური ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ სურს ფინანსურად დამოუკიდებელი იყოს და მიზნის მისაღწევად საკუთარი სხეულის გამოყენებას და პორნო მსახიობობას გეგმავს.

კევინ კოსტნერი, 7 შვილი



ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და ბიზნესმენი. არის ოსკარის, ოქროს გლობუსისა, ემის ლაურეატი და რაც მთავარია, შვიდი შვილის მამა. მსახიობის უფროსი და უმცროსი შვილების დაბადებას შორის ინტერვალი მეოთხედი საუკუნეა. როგორც მსახიობმა აღიარა, მეხუთე ბავშვის დაბადებამ მომავალზე დააფიქრა. „ვფიქრობდი, მეყოფა თუ არა ძალა და სიცოცხლისუნარიანობა, რომ ყველა შვილის გაზრდას მოვესწრო. ვნახო მათი კოლეჯში შესვლა და დამთავრება“ - განაცხადა კოსტნერმა.

რობერტ დე ნირო, 6 შვილი



პირველი ქორწინებისას აფრო-ამერიკელ ქალთან რობერტ დე ნირომ ცოლის ქალიშვილი იშვილა და საკუთარი ვაჟიც ეყოლა. მოგვიანებით, დრენამ მამინაცვალთან ერთად, რამდენიმე ფილმში ითამაშა, ვაჟმა კი მსახიობობას უძრავი ქონების დილერობა არჩია. მოდელმა ტუკი სმიტმა დე ნიროს ტყუპები გაუჩინა. მეორე ოფიციალური ცოლი, მოდელი გრეის ჰითაუერი 43 და 56 წლის ასაკში დე ნიროს მეხუთე და მეექვსე შვილის დედა გახდა. ცოლ-ქმარმა, რომელიც ახალგაზრდული ასაკიდან დიდი ხნის წინ გამოვიდა, სუროგატი დედის მომსახურეობას მიმართა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა