თეგებით ძიება

ქართული ხარჩო მსოფლიოს საუკეთესო წვნიანების ოცეულშია

CNN Travel-ი მსოფლიოში 20 საუკეთესო წვნიანს ასახელებს, რომელთა შორის მოხვდა ქართული სამზარეულოს კერძი, ხარჩო.

"ტრადიციულ წვნიანს, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული კერძია, განსაკუთრებულ გემრიელ არომატს ტყემლის სოუსი ანიჭებს.

სოუსის მჟავე ტონები აბალანსებს ცხიმიანი ძროხის ხორცისა და ნიგვზის მდიდარ არომატებს, რომელიც მზადდება წვნიანში. განსაკუთრებული გემო კიდევ უფრო მდიდრდება ქინძის, ქონდრის, ცერეცოს, შავი პილპილისა და ზაფრანის არომატები", - წერს გამოცემა.

ქართული ხარჩოს გარდა, CNN Travel-ის რეიტინგში შესულია უკრაინული ბორშჩი, ნიგერიული ბანგა, ვიეტნამური ფო, ფრანგული ბიუაბესი, ესპანური გასპაჩო და სხვ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა