თეგებით ძიება

რატომ გვირჩევენ ექსპერტები ღრუბელით ჭურჭლის რეცხვისაგან თავის შეკავებას?

სამზარეულოს ღრუბელი სახლში ერთ-ერთი ყველაზე საშიში და ჭუჭყიანი საგანია. ექსპერტების რჩევით, ღრუბელი უმჯობესია შევცვალოთ ქსოვილით ან სინთეზური ჯაგრისებით, რომელთა ხშირად გარეცხვა და დეზინფიცირებაა შესაძლებელია მდუღარე წყლით.

ღრუბელს ფოროვანი სტრუქტურა აქვს. ამასთან ის პოროლონისაა და პრაქტიკულად შეუძლებელია მისი გარეცხვა და დეზინფიცირება. ერთი კვირის შემდეგ ღრუბელზე 200000-ჯერ მეტ მიკროორგანიზმი იზრდება, ვიდრე უნიტაზის დასაჯდომზე. არ შეიძლება ერთიდაიგივე ღრუბლის გამოყენება ჭურჭლის, ნიჟარის და ბოსტნეულის გასარეცხად. ღრუბელის გამოცვლა კვირაში ერთხელ აუცილებელია.

სხვადასხვა მიზნებისთვის სხვადასხვა ღრუბელი უნდა გამოვიყენოთ. ცალკე ღრუბელი უნდა გამოვყოთ ნიჟარის გასაწმენდად. როგორც ცნობილია, ბოსტნეული ხშირად მიწითაა დაბინძურებული, რომელშიდაც შესაძლებელია იყოს ადამიანისათვის პათოგენური მიკროორგანიზმები და ჰელმინტები. ამიტომ ბოსტნეულის გასასუფთვებლად უმჯობესია ჯაგრისის გამოყენება, რადგანაც მასზე ვერ ჩერდება სხვადასხვა ინფექციური დაავადების გამომწვევები.

mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა