თეგებით ძიება

ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსები 2 მარტს ქუთაისში წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +9 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. ასევე წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, სადაც დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი.

ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +6 გრადუსს და მზიან ამინდს პროგნოზირებენ, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში +7 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი ამინდია ზუგდიდში, ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 იქნება. სოხუმში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება, ღამით -13 გრადუსი დაფიქსირდება. თოვაა მოსალოდნელი ამბროლაურში, სადაც +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.

თოვლია ნავარაუდები ჭიათურაშიც. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +5 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში -6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +3 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -13 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია ქარი.

გორში დღისით +8 გრადუსი მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. +2 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -13 გრადუსი იქნება. თოვლია ომალოში. ჰაერის ტემპერატურა დღისით -3 გრადუსი იქნება, ღამე კი -15 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში თოვლჭყაპია ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლჭყაპს პროგნოზირებენ თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსია მოსალოდნელი.

ასევე თოვლჭყაპია მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი --2 გრადუსი დაფიქსირდება. +7 და თოვლია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.

რუსთავში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი.

თბილისში დღის ბოლოს მცირე ნალექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა