პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, რასაც წინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.
ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა მოუწოდეს, მათთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიეყენებინებინათ და კანონის ფარგლებში ემოქმედათ.
ადგილზე ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა.
პარლამენტთან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ადგილზე შეკრებილები სკანდირებენ: „მონებო“.
დღეს ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გეგმავს.
პარლამენტის პიკეტირების მცდელობისას, სამართალდამცველებმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბესო გაზდელიანი დააკავეს.