თეგებით ძიება

როგორ ვაქციოთ ქმარი მილიონერად - 7 ოქროს წესი

ვილები, იახტები, ცნობილი ბრენდების ძვირადღირებული ტანსაცმელი და ძვირფასეულობით სავსე ზარდახშები - დაახლოებით ასე წარმოუდგენია საკუთარი მომავალი ყოველ მეორე ახალგაზრდა ქალბატონს, მაგრამ როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, იშვიათია ქალი, რომელიც ქმრის კარიერული ზრდისა და ფინანსური კეთილდღეობის საქმეებით ინტერესდება.

და მაინც, თუ გაბედავთ აიღოთ პასუხისმგებლობა თქვენი მეუღლის წარმატებაზე, გირჩევთ გაეცნოთ იმ წესებს, რომლებიც ამ საქმეში დაგეხმარებათ.

1. დაისახეთ მიზანი
დაიმახსოვრეთ! მამაკაცების გაკეთებული საქმეების 99% ქალის გულისთვის ხდება. თავისი ბუნებით, მამაკაცი ნაკლებად პრეტენზიულია. მისი კომფორტული გართობისთვის ოჯახის ბიუჯეტის 10% სრულიად საკმარისია.
ასე რომ, ქალმა, რომელიც ქმრის მილიონერად ქცევაზე ოცნებობს, პერიოდულად უნდა შეახსენოს ქმარს საკუთარი მიზნებისა და ოცნებების შესსახებ. ქალი, რომელიც ცოტას სჯერდება და არასდროს არაფერს ითხოვს, ვერაფერს იღებს. მამაკაცი წინსვლის მიზეზს ვერ ხედავს, როცა მისი მეუღლე ყველაფრით კმაყოფილია.

2. შეწყვიტეთ მის ნაცვლად საქმის კეთება
ხშირად ხდება, რომ ქალი, რომელიც ხედავს, რომ ქმარს სამსახურში სირთულეები ექმნება, პრობლემების გაზიარებას სთავაზობს და მისი საქმის გაკეთებას იწყებს. ამასთან, თავისი ქალური ბუნება საერთოდ ავიწყდება. არა, ეს არ არის რეკომენდაცია, რომ ქმარს „კისერზე შეაჯდეთ“ და ოთხ ადგილზე მუშაობა აიძულოთ.
საკმარისია მეუღლეს საშუალება მისცეთ თავის პრობლემებს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს და ამ პერიოდის განმავლობაში წარმატების რწმენით გაამხნევოთ. ქალის გვერდით, რომელიც მზადაა მარჩენლის მოვალეობა შეასრულოს, მამაკაცი თავის ძალასა და კონკურენტუნარიანობას კარგავს. ასეთ ვითარებაში მას წარმატების მიღწევა გაუჭირდება.

3. სახლში მშვიდი გარემოს შექმნა
ნებისმიერ მამაკაცს, იმის მიუხედავად, დაცვის თანამშრომელია თუ ფინანსური დირექტორი, ცხოვრებაში უნდა ჰქონდეს ადგილი, სადაც სულიერად და ფიზიკურად დასვენება შეეძლება. მძიმე სამუშაო კვირის შემდეგ, მშვიდი საოჯახო გარემო მნიშვნელოვანი ნაბიჯია მილიონერად ქცევის გზაზე.
როგორ შეიძლება ამგვარმა ბანალურმა წვრილმანებმა გავლენა მოახდინონ მამაკაცის წარმატებაზე? სწორედაც შეიძლება! ქვეცნობიერად, მამაკაცებს ის ადგილი იზიდავს, სადაც მშვიდი, კომფორტული და მარტივი გარემოა. წუწუნა და მუდამ უკმაყოფილო ცოლისთვის დიდი ფულის შოვნის სურვილი იშვიათად ვინმეს გაუჩნდება.

4. ჩაერთეთ ვიზუალიზაციაში
გაგიკვირდებათ, მაგრამ ქალს, რომელიც თავის თავის ფანტაზიებში ქმარს წარმოიდგენს როგორც დიდი კომპანიის უფროსს, რომელსაც ძვირადღირებული კოსტუმი აცვია და წარმატებული ბიზნესმენის მანერები აქვს, მეტი შანსი აქვს, რომ მეუღლის კარიერა გააუმჯობესოს. ასეთი ფსიქოლოგიური ტრენინგი ბევრ ქალს დაეხმარა ფსიქოლოგიური გავლენა მოეხდინა საყვარელი ადამიანის კარიერულ წარმატებაზე.

5. ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასვლა
თუ ყველაზე მოკრძალებული ცხოვრებით კმაყოფილდებით, მაშინ თქვენი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ადვილი არ იქნება. დაიწყეთ მცირედიდან - შეიძინეთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტები, გადადით ძვირადღირებული კოსმეტიკისა და ტანსაცმლის ბრენდებზე.
მარტივად რომ ვთქვათ, შეწყვიტეთ ეკონომია. თანდათანობით შეიტანეთ თქვენს ცხოვრებაში „ელიტური ცხოვრების“ დეტალები. საუკეთესოს შეძენის ჩვევა თანდათან დაგეხმარებათ მეუღლის შემოსავლის გაზრდაში.

6. აღფრთოვანდი და შეაქე მეუღლე
ისე ჟღერს, თითქოს ცხენის ავარჯიშებთ. „შეასრულა დავალება - მიიღო შაქარი". ხუმრობა ხუმრობად იყოს, მაგრამ იმაზე, როგორ მოქმედებს ქმრის ქება და წახალისება წარმატებაზე, მრავალი წიგნი და ნამდვილი ამბავი არსებობს. შექება კაცსაც და ქალსაც სიამოვნებს და ამაში გასაკვირი არაფერია. შექების მოსასმენად, მამაკაცი მზადაა ისევ და ისევ სცადოს მწვერვალების დაპყრობა.

7. მიეცით სწორი მიმართულება
ქალი, როგორც გარე დამკვირვებელი, ყოველთვის უკეთ ხედავს, სწორი მიმართულებით მოძრაობს თუ არა მისი მამაკაცი. ზოგჯერ ხდება, რომ მამაკაცი ფინანსური სირთულეების გადასაჭრელად, ნაკლებად მომგებიან საქმეს ეჭიდება და უფრო დიდ პრობლემებში ეხვევა.
გააგრძელეთ მამაკაცის წარმატებაზე დაკვირვება და შეფასება. ეცადოთ აღმოაჩინოთ მისი ფარული ნიჭი და უნარები, რაც მომავალში თქვენს ოჯახს კიდევ უფრო მეტ შემოსავალს მოუტანს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა