თეგებით ძიება

3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
განწყობის შეცვლის ან არასერიოზულობის გამო შეილება ყველაზე მარტივ დავალებებსაც კი ვერ გაუმკლავდეთ. მოსალოდნელია ფინანსური კრიზისი. ხარჯების კონტროლი მოგიწევთ, თუმცა ამის გაკეთება გაგიჭირდებათ, რადგან გასაჭირში მყოფი ადამიანის დახმარებაზე უარს ვერ ამბობთ. ქველმოქმედება თქვენი ცხოვრების წესად იქცა, რაც უდიდეს მორალურ კმაყოფილებას განიჭებთ.

კურო
ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულება უნდა გამოიჩინოთ. აქტიური ქმედებებისგან თავი შეკავება ჯობს. ეცადეთ ლოდინის რეჟიმში გადახვიდეთ. უახლოეს მომავალში შესაძლებლობა გექნებათ ჩანაფიქრის განხორციელება შეძლოთ.ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ინდივიდუალურობა შეინარჩუნოთ და მასას არ შეერწყათ. დაავადება, რომელიც ამ დღეს იჩენს თავს, შეიძლება გახანგრძლივდეს და ქრონიკული ფორმა მიიღოს.

ტყუპები
ხელსაყრელი დღეა სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობისთვის. გამორიცხული არ არის გავლენიანი პირების ან უფროსი ნათესავების დახმარება და მფარველობა. თქვენი თხოვნა ფინანსური დახმარების შესახებ აუცილებლად დაკმაყოფილდება. შეეცადეთ თავი შეიკავოთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება სხეულს ზიანი მიაყენოს. განსაკუთრებით ალკოჰოლურ სასმელებს ერიდეთ.

კირჩხიბი
ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალოთ. სიურპრიზები გელით, თუმცა ყველა სასიამოვნო არ იქნება. ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩინოთ და ძალების მობილიზება მოახდინოთ. ფრთხილად იყავით, ამ პერიოდში მოსალოდნელია ნერვული სტრესი და ტრამვები.

ლომი
თავს დაღლილად გრძნობთ და ხვდებით, რომ დასვენება გჭირდებათ, თუმცა სავარაუდოდ, მოდუნებას ვერ შეძლებთ. ახალი მოვლენები ან სიახლეები თქვენს განწყობაზე და კეთილდღეობაზე სასარგებლო გავლენას მოახდენს. თქვენი ტაქტი და სიმშვიდე ოჯახის განმტკიცებაში და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ. გირჩევთ საღამო ბავშვებს დაუთმოთ.

ქალწული
დღის პირველი ნახევარი დაკავშირებულია ენერგიის მოზღვავებასა და შემოქმედებით საქმიანობასთან. თამამად შეგიძლიათ სამუშაო ადგილი ან მოღვაწეობის სფერო შეცვალოთ, რადგან თქვენი პრაქტიკულობა და ინტუიცია ყველგან წარმატებას მოგიტანთ. ამ პერიოდის განმავლობაში ეცადეთ ცდუნებებს არ აჰყვეთ და ფული მომჭირნედ ხარჯოთ.

სასწორი
სავარაუდოდ, ამ დღეს შემოქმედებითი და ბიზნეს შესაძლებლობების განხორციელებას შეძლებთ. კარგი დროა ოჯახთან ერთად სამომავლო გეგმების განხილვისთვის. გირჩევთ ახალი საქმის დაწყებამდე უკვე დაწყებული პროექტები დაასრულოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მავნე ჩვევებისა და ბილწსიტყვაობისგან დროულად გათავისუფლდეთ.

მორიელი
ამ დღეს ინფექციური დაავადებების ალბათობა მაღალია. გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა ზედმეტად მგრძნობიარე ბუნებამ და გულუბრყვილობამ შეიძლება ბევრი ტკივილი მოგაყენოთ. ეცადეთ საკუთარ თავში საყრდენი წერტილი იპოვოთ და გარშემო მყოფი ადამიანების გავლენას თქვენს ფსიქიკაზე, მსოფლმხედველობაზე, პროფესიულ საქმიანობასა და სულიერ მისწრაფებებზე არ დაიმორჩილოთ. ეცადეთ უფრო ძლიერი გახდეთ და წარმატებისკენ სვლა არ შეანელოთ.

მშვილდოსანი
არასტაბილური ფსიქო-ემოციური მდგომარეობა შეიძლება ცოტა ხნით გაქრეს და პრობლემები თავისთავად მოგვარდეს. მოგზაურობა, შემოქმედებითი შეხვედრები და ყველა დონის ურთიერთობა ხელსაყრელი იქნება. გრნობთ, რომ მშვიდობისა და სიხარულის გრძნობა ნელ-ნელა გიბრუნდებათ.

თხის რქა
წარმატების მიღწევისა და უსიამოვნებების თავიდან აცილებისთვის, სასურველია ენერგიისა და ყურადღების კონცენტრაცია. ეს საუკეთესო დღე არაა პროფესიულ საკითხებზე და კარიერაზე ფიქრისთვის. სამსახურში განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. დიდია უცხო ადამიანების მხრიდან აგრესიის ალბათობა. დღის ბოლოს მოსალოდნელიაა დეპრესია და დაღლილობა. სასურველია, რომ საღამო უახლოეს მეგობრებთან სტუმრად გაატაროთ ან სტუმრები თქვენთან მოიპატიჟოთ.

მერწყული
შეიძლება საკუთარი სამსახურით უკმაყოფილო ხართ, მაგრამ ახლა სამსახურიდან წასვლის დრო არ არის. არასასურველია ახალი, უცნობი საქმის დაწყება და სარისკო მოქმედებები. გაითვალისწინეთ, რომ კომპეტენციის ნაკლებობამ ან არასწორად მოწოდებულმა ინფორმაციამ შეიძლება მუშაობის დროს შეცდომები გამოიწვიოს.

თევზები
ამ დღეს მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, ცვლილებები და სიახლეები. გამორიცხული არ არის ფინანსური კრიზისი - მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი ხარჯები ოჯახის ბიუჯეტზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ეცადეთ პრობლემას ფილოსოფიურად მიუდგეთ. ფრთხილად იყავით, რადგან მოსალოდნელია სერიოზული დანაკარგები და არასწორი გათვლები. ამ დღეს უფრო ორგანიზებული და კონცენტრირებული უნდა იყოთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა