ხვალიდან მარსი ტყუპის ზოდიაქოში გადავა და აღარ გავიგო... - ასტროლოგი რამაზ გიგაური მოსახლეობას მიმართავს
ასტროლოგი რამაზ გიგაური მოსახლეობას აფრთხილებს:
"ხვალიდან მარსი ტყუპის ზოდიაქოში გადავა და აღარ გავიგო: „მეზარება“, „მერე გავაკეთებ“, „წამოწოლა მინდა“ (ეს ჩვეულებრივი მომენტია, როცა მარსი კუროშია).
მარსი დაიბანს ხელებს თქვენს შეუსრულებელ, გადადებულ, მიფუჩეჩებულ საქმეებზე და მას ვეღარაფერს დააბრალებთ.
და კიდევ, რამდენიმე მიმართულებით ნუ ირბენთ და ნუ იფაციფუცებთ. აირჩიეთ ერთი მიმართულება და მას ბოლომდე მიჰყევით.
ასე რომ, მიდით და მიდით!
მარსის ეს ინგრესია (რომელიც 23 აპრილამდე გაგრძელდება) სასიკეთო იქნება ტყუპისთვის, სასწორისთვის და მერწყულისთვის, მეტ-ნაკლებად სასიკეთო ვერძისთვის და ლომისთვის", - წერს რამაზ გიგაური.