4 ნიშანი, რომლითაც სხეული ჭარბი უარყოფითი ენერგიის დაგროვების შესახებ გაფრთხილებთ
ძალიან ხშირად ცხოვრება გადაულახავი დაბრკოლების წინაშე გვაყენებს. ამავდროულად, ბევრს ეჭვი არ ეპარება, რომ ცხოვრებას თავად ინადგურებენ. ბედნიერების ერთადერთი მეთოდი – ნეგატიური ენერგიის აღმოფხვრა, რაზეც სხეული დაჟინებით სიგნალს იძლევა.
თითოეული ადამიანის ცხოვრებაში იქმნება სიტუაცია, როცა ბრაზმორეული საკუთარ თავს ეკითხება: „კი მაგრამ, რა ხდება?“ ისეთი შეგრძნება იქმნება, რომ ცხოვრების ყველა სფერო შავმა ზოლმა დაიპყრო. თუ ამ პრობლემას უგულებელყოფთ, სიტუაცია გამწვავდება და წლები გაჭინაურდება. წარუმატებლობები დაგროვებული ნეგატივის გამო გვდევნის. ექსპერტები გირჩევენ, რომ საკუთარ ორგანიზმს მოუსმინოთ და პრობლემა საძირკველშივე აღმოფხვრათ.
1. გავრცელებული ნიშნები
თავის ტკივილი - ორგანიზმი ნეგატიური ენერგიის მიმართ მგრძნობიარეა და როცა მას აწყდება, თავის ტკივილით გვპასუხობს. თავი შეიძლება სხვადასხვა მიზეზით გვტკიოდეს, მაგრამ თუ ექიმს დიაგნოზის დასმა არ შეუძლია და ყველაფერს ზედმეტ გადაღლას აწერს, დარწმუნებული იყავით: თქვენში ბევრი ნეგატივი დაგროვდა და ის მალე გარეთ გამოვა.
შფოთვა და ნერვიულობა - დაგროვებული უარყოფითი ენერგეტიკა შფოთვის, მწუხარების, ბრაზის, აგრესიის და ნეგატიური ფიქრების სახით ხშირად ვლინდება. შინაგანი მდგომარეობის დარეგულირებასა და ნეგატივის მოშორებაში მედიტაცია დაგეხმარებათ.
უსიამოვნო შეგრძნებები - მტკივნეული შეგრძნებები ამბობს, რომ სხეული უარყოფით ენერგიას ებრძვის და იშორებს.
ზოგადი სისუსტე - უარყოფითი ენერგიით დამუხტული ადამიანი უმიზეზოდ დეპრესიულ მდგომარეობაშია. სისუსტე, ხშირი ავადმყოფობა, მოტივაციის ნაკლებობა – ეს ყველაფერი ამბობს, რომ საკუთარ ცხოვრებაზე უნდა დაფიქრდეთ და უკეთესობისკენ შეცვალოთ.
2. მოულოდნელი ნიშნები
სლოკინი - ცრურწმენა ამბობს, რომ სხეული სლოკინით ნეგატივის მოშორებას ცდილობს, რომელიც გიტევთ, როცა სხვა ადამიანის ცნობიერში თქვენზე ცუდი ფიქრები ჩნდება. საკმარისია ამ ადამიანის სახელი წარმოთქვათ, რომ ენერგეტიკული გაცვლა შეწყდეს.
ხმის დაკარგვა - ძლიერი ფსიქოლოგიური ან ენერგეტიკული დაძაბულობის დროს შესაძლოა ხმა დაკარგოთ. როგორც კი ადამიანი შინაგან წონასწორობას დაარეგულირებს, ხმაც დაბრუნდება.
ჟრუანტელი - შიშით, ენერგეტიკული შეტევით გამოწვეული ემოციური აფეთქებისას სხეულზე ჟრუანტელი გვივლის.
გაუცნობიერებელი შიში - თუ ნებისმიერი პატარა შეცდომა შიშს და შფოთვას იწვევს, ეს სიგნალია, რომ ნეგატივი ორგანიზმში მყარად დასახლდა და თქვენს ბიოველსა და ენერგეტიკას ინტენსიურად ანადგურებს.
3. მნიშვნელოვანი ნიშნები
უძილობა - თუ უსიამოვნო ფიქრები მშვიდ ძილში ხელს გიშლით, ეს მიგანიშნებთ, რომ ნეგატივი გონებაში დასახლდა და ტვინი ამაზე სიგნალს გაძლევთ.
გამოფიტვის შეგრძნება - ენერგეტიკული ველის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, თავბრუსხვევა და უიმედობის შეგრძნება. ჭარბ ნეგატივს დროულად გაუმკლავდით, რომ ენერგეტიკული ვამპირი არ გახდეთ.
ქრონიკული ტკივილი - შინაგანი ნეგატივი შეიძლება ქრონიკული ავადმყოფობის სახით გამოვლინდეს. მუდმივად სტრესში ყოფნა ორგანიზმზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, რაც მწვავე ფიზიკურ სისუსტეს იწვევს.
4. საშიში ნიშნები
ღამის კოშმარები - მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კოშმარები თავად ადამიანის საქმიანობის პროდუქტია. ნეგატიური ემოციები, სტრესი, გადაუჭრელი შინაგანი პრობლემები და კონფლიქტები ღამის „საშინელებათა ფილმების“ სახით სიგნალს გაძლევთ.
სუნთქვის პრობლემები - ჭარბმა ნეგატივმა შეიძლება გამოიწვიოს ქოშინი, სუნთქვის გაძნელება ან დროებითი გაჩერება. ბიოენერგეტიკოსები ირწმუნებიან, რომ ნეგატიური განცდები ადამიანის ფილტვებში გროვდება, ამიტომ ჭარბი ნეგატივის დროს სუნთქვა გვიძნელდება.
დეპრესია - აპათია, დეპრესია, მძიმე ფიქრები – ნეგატივზე სხეულის დამახასიათებელი რეაქციაა. გარდა ამისა, ამ მდგომარეობაში ნეგატიური ტალღები ენერგეტიკაში უფრო სწრაფად აღწევენ.
"ოლთაიმი"