4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ამ დღეს იღბალი თქვენს მხარეზეა, ამიტომ ნებისმიერ საქმეში პლანეტების მხარდაჭერას იგრძნობთ. ბევრი ფიქრი და ანალიზი საჭირო არაა, შეგიძლიათ მთელი დღე ემოციების გარეშე გაატაროთ და ცხოვრებით დატკბეთ. სულელური და უმიზეზო ეჭვიანობა განწყობას გაგიფუჭებთ. გირჩევთ ოჯახის წევრებთან ერთად რამე ახალი, ოჯახური ტრადიცია მოიფიქროთ, რაც განწყობას აგიმაღლებთ და გაგახალისებთ.
კურო
დღეს ვარსკვლავები ზოდიაქოს ამ ნიშნის მიმართ განსაკუთრებულად კეთილგანწყობილები არიან. შეგიძლიათ თამამად შეუდგეთ დიდი პროექტის განხორციელებას. წარმატება თქვენ დაგრჩებათ. ნუ გადადებთ ხვალისთვის საქმეს, რომლის გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ. ყურადღებით იყავით, გამორიცხული არ არის, რომ სწორედ მაშინ შეჩერდეთ, როცა წარმატებამდე ერთი ნაბიჯი დაგრჩათ.
ტყუპები
დადებითი ენერგიით დამუხტული დღეა. ახლის სწავლა და შეცნობა გვიან არასოდეს არის, ამიტომ შეგიძლიათ საქმეს თამამად შეუდგეთ. იდეალური დროა იმისთვის, რომ დიდი ხნის წინ, ვიღაცისთვის მიცემული დაპირება გაიხსენოთ. თუ გსურთ, რომ ავტორიტეტის შელახვას გადაურჩეთ საკუთარ მოვალეობებს მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ.
კირჩხიბი
დაფიქრდით, იქნებ მეორე ნახევარს საკმარის დროს და ყურადღებას არ უთმობთ? ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ ყველაფერი გამოასწოროთ. ნუ ეცდებით თავი იმად წარმოაჩინოთ, ვინც არ ხართ. სიყალბე ადვილი შესამჩნევია. ერიდეთ ექსპერიმენტების ჩატარებას და კარგად გაკვალულ გზაზე იარეთ. ასე შეცდომას თავიდან აიცილებთ. საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ.
ლომი
ხელსაყრელი დღეა ფიზიკური აქტიურობისა და სპორტული ვარჯიშებისთვის. თუ გრძნობთ, რომ თანდათან ფორმას კარგავთ, ვარჯიში დღესვე დაიწყეთ. კეთილი საქმე, რომელსაც ამ დღეს გააკეთებთ სულიერ სიმშვიდეს და კმაყოფილებას მოგანიჭებთ. შესაძლოა, რაღაც ისეთის დაუფლება მოინდომოთ, რაც თქვენ არ გეკუთვნით. კარგად დაფიქრდით, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ.
ქალწული
გამჭრიახი გონების დამსახურებით ამ დღეს შექმნილი ვითარებიდან სწორი დასკვნის გამოტანას შეძლებთ. ნებისმიერი კითხვა გაღიზიანებთ და ზოგჯერ უხეშიც ხდებით, მაგრამ თუ გსურთ, რომ რომ ეს დღე საკუთარ თავსაც და სხვებსაც არ გაუფუჭოთ, ადამიანების მიმართ მეტი მოთმინება და კორექტულობა გამოიჩინეთ . ყურადღებით იყავით, გამორიცხული არ არის, რომ მნიშვნელოვან დროს ინტუიციამ გიღალატოთ.
სასწორი
ხალისიანი დღეა, რომელიც მხიარულ ხასიათზე დაგაყენებთ. კირჩევთ კულინარიის წიგნები გადაშალოთ და საღამოს საყვარელი ადამიანი კულინარიული შედევრით გააოცოთ. კარგი იქნება თუ სპორტის არსებობის შესახებ ხანდახან მაინც გაიხსენებთ და ვარჯიშს შეუდგებით.
მორიელი
ამ დღეს ნებისმიერ ცოდნას ადვილად ითვისებთ, ამიტომ ეცადეთ მომენტი გამოიყენოთ და იმ საგნის შესწავლა დაიწყოთ, რომელიც აქამდე გაშინებდათ. სხვა მხრივ, არაფერი შეცვალოთ. დაე, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორცაა. შესაძლოა, ამ დღეს უფროსი თქვენი საქმიანობით უკმაყოფილო დარჩეს.
მშვილდოსანი
გათავისუფლდით ყველაფრისგან რაც განვითარებასა და წინსვლაში ხელს გიშლით. ამ დღეს თავს იმ გემივით გრძნობთ, რომლის მართვა დამოუკიდებლად არ შეუძლიათ. დღის მეორე ნახევარში ბედნიერ ბავშვობას გაიხსენებთ და უკან დაბრუნება მოგინდებათ.
თხის რქა
შესაძლოა, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, სადაც „გამეორება ცოდნის დედაა“. გირჩევთ უცხო ენების შემსავლელ კურსებზე ჩაეწეროთ. გამორიცხული არ არის, რომ შესანიშნავი განწყობა რაღაც უმნიშვნელო წვრილმანმა გაგიფუჭოთ.
მერწყული
ამ დღეს მცირე ოდენობით ფულის დახარჯვით უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ. შესაძლოა, ვიღაცას მნიშვნელოვანი რჩევა მისცეთ ან მხარდაჭერა გამოუცხადოთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს დღე უფროსთან ფინანსურ საკითხებზე სასაუბროდ არახელსაყრელია.
თევზები
შესაძლოა, ამ დღეს ძველი და დიდი ხნის დავიწყებული ვალი დაგიბრუნონ, რაც თქვენს მატერიალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. დაფიქრდით ახალმა სიყვარულმა ძველი მეგობრებიხომარ დაგავიწყათ? ვარსკვლავები ამბობენ, რომ ვიღაც თქვენზე გაბრაზებულია. სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ ასჯერ გაზომეთ.