თეგებით ძიება

მარტის აქცენტები - პრობლემები არაფრისგან

მარტი ძალიან ცვალებადი, ინფორმაციული თვალსაზრისით მდიდარი თვე იქნება, რომელმაც შეიძლება პრობლემები იქ შექმნას, სადაც არ არსებობს.

მკვეთრი კავშირების არარსებობის მიუხედავად, მარტის თვეში პლანეტების აშკარა უპირატესობა ზოდიაქოს ე.წ. მუტაბელურ ნიშნებში შექმნის წინაპირობებს დაბნეულობის, მცდარი შეფასების, ცრუ მოლოდინისა და ზოგადად, ძალიან ბუნდოვანი ატმოსფეროსთვის.

ამასთან, თვის წინააღმდეგობები მხოლოდ თევზებში ორსახიანი ნეპტუნის ძლიერი გავლენას არ ემყარება –20 მარტიდან, ახალი ასტროლოგიური წლის დადგომისა და მზისა და ვენერას ვერძის ცეცხლოვან ნიშანში გადასვლის შემდეგ, მოსალოდნელია ენერგიის მკვეთრი ცვლილება ბიზნესის დინამიკის გააქტიურების მიმართულებით.

ამრიგად, სხვადასხვა მიმართულებით მცურავი თევზების ნიშნის სიმბოლოს მსგავსად, შესაძლებელია თვის ორად გაყოფა. თვის პირველი ნახევარი, რომელიც 18 მარტამდე გაგრძელდება, ეჭვებისა და პროვოკაციების პერიოდად იქცევა, ხოლო მარტის მესამე დეკადა უფრო ოპტიმისტური და ეფექტური იქნება. ამის მიუხედავად, ეს თვე შეიძლება ნაყოფიერად ჩაითვალოს შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის, განსაკუთრებით თეატრისა და კინოინდუსტრიაში, მუსიკისა და ხელოვნების სექტორში დასაქმებული პირებისთვის.

მარტის პირველ ნახევარში უნდა ერიდოთ მზისა და ვენერას ფართო ასპექტების მავნე ზეგავლენას ნეპტუნთან, რომელსაც მზაკვრობისა და გაზვიადების, გადაუმოწმებელი ინფორმაციისა და თაღლითობის ნიშანი ახლავს.

ამასთან, ამ მხრივ ყველაზე პრობლემატური 9–16 მარტის კვირა იქნება, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება 10 – დან 13 მარტამდე პერიოდში უნდა გამოიჩინოთ მზის ნეპტუნთან შეერტებისა და ახალი მთვარის აურის ფონზე. ამ პერიოდში მოსალოდნელია საყოფაცხოვრებო ან ქიმიური ინტოქსიკაცია. დიდი საფრთხე მოდის მედიკამენტების, ვირუსებისა და წყლის სტიქიიდან.

მარტის მნიშვნელოვანი აქცენტი იქნება მარსის გადასვლა ტყუპების ცვალებად ნიშანში 4 მარტიდან 23 აპრილამდე. მეომარი პლანეტა ამ ნიშანში უფრო მეწარმედ იქცევა პირველ რიგში, ურთიერთობისა და ინფორმაციის გადაცემის, სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისა და ტრანსპორტით მგზავრობის სფეროებში.
20 მარტიდან მარსის გავლენა ამ ნიშანში მკვეთრად გაიზრდება - ჯარისკაცი გენერალი გახდება და მარტის მთელი მესამე დეკადა მარსის, სატურნისა და მერკურის ასპექტების ფონზე, საკმაოდ აქტიურ, მაგრამ ნერვულ ატმოსფეროს შემოგთავაზებთ.

მარტის მესამე დეკადის დასაწყისი, 20 მარტიდან 24 მარტამდე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სოციალური ფონისა და მოვლენების თვალსაზრისით - მზისა და ვენერას ერთდროული გადასვლა ვერძის პირველ ნიშანში და რამდენიმე აქტიური ასპექტი მარსისა და მერკურის მონაწილეობით შექმნის რადიკალური მოქმედებების შესაძლებლობებს როგორც პიროვნულ, ასევე სოციალურ ფრონტზე. სავარაუდოდ, ამ დღეების მუხტი თვის ბოლომდე გაგრძელდება - ამაზე დამატებით 28 მარტს სავსე მთვარის შემდეგი ეტაპი იზრუნებს.

მარტის დაძაბული, წინააღმდეგობრივი დღეები, როდესაც შედეგის მიღწევა რთული იქნება - 2, 3 (16:00 საათამდე), 11, 13, 16 (14:00 საათამდე), 17 (12:00 საათამდე), 19 , 21, 23 (17:00 საათიდან), 24, 27-28 მარტი.

პოზიტიური ურთიერთქმედების დღეები - 1, 4 (18:00 საათამდე), 7-8, 14-15, 16 (14:00 საათიდან), 18, 20, 22, 26, 29 მარტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა