თეგებით ძიება

5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
ეს დღე უმეტესად, ორგანიზაციულ მუშაობას უნდა დაუთმოთ - კონტაქტების დამყარება, მატერიალური ბაზის მომზადება. ბევრი ვერძი ყველაფერს სწრაფად და მარტივად მოახერხებს. ეცადეთ მარტივი ფულის შოვნის ცდუნებას არ აჰყვეთ, რადგან „უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. ამ დღეს შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რაც სერიოზულად იმოქმედებს თქვენს საქმესა და ჯანმრთელობაზე.

კურო
დღის განმავლობაში დაძაბულმა მუშაობამ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგიქმნათ. ვითარებას საზოგადოებრივი ცხოვრების არახელსაყრელი ფონიც გაართულებს. ნუ მოდუნდებით, ეცადეთ ძალები მოიკრიბოთ. დროს ნუ დაკარგავთ მეორეხარისხოვან საქმეებზე. ახლა დაკარგულს ძნელად დაიბრუნებთ.

ტყუპები
ამ დღეს სასურველია აქტიურობა შეწამციროთ და საკუთარ აზრებსა და გრძნობებში გაერკვეთ. შემოქმედებითი საქმიანობა დაგეხმარებათ, რომ თანდათანობით გრძნობებისა და ემოციების ბალანსს მიაღწიოთ. ეცადეთ თქვენს საქმიანობაში ბავშვებიც ჩართოთ, რომლებიც სიამოვნებით ითანამშრომლებენ თქვენთან და ბევრ სასარგებლო ინფორმაციას მიიღებენ.

კირჩხიბი
ეს დღე წარმატებას და ეჭვების დაძლევას განასახიერებს. სავარაუდოდ, ყველაზე რთული და დახლართული სიტუაციიდან ღირსეულად გამოსვლას შეძლებთ. ჩანაფიქრის განხორციელებისთვის მოთმინება და მიზანსწრაფულობა დაგჭირდებათ. ბიზნეს პარტნიორობა ძალიან ნაყოფიერი იქნება. სექსუალური პოტენციალი ძალიან მაღალია.

ლომი
ეს დღე ხელსაყრელია მსხვილი შენაძენის, სადღესასწაულო ღონისძიებების, კონცერტებისა და გამოფენების ორგანიზებისა და შემოქმედებითი შეხვედრებისთვის. სავარაუდოდ, თქვენი სახლი საინტერესო ხალხით გაივსება. თუ თქვენი გეგმები დამაჯერებელი აღმოჩნდა, შეგიძლიათ საიმედო პარტნიორები მიიზიდოთ. ამ დღეს ნებისმიერი საქმიანობა შეიძლება ნაყოფიერი იყოს.

ქალწული
ბევრ ქალწულს გაუმართლებს და იმ ადამიანებთან მუშაობას შეძლებს, რომელთა შესაძლებლობებს და წარმატებებს დიდი ხანია თვალს ადევნებს. საკუთარი შესაძლებლობის ხორცშესხმას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ კონკრეტული სამუშაოს დაწყებისთვის მზად ხართ. სავარაუდოდ, პირად ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების შეტანას შეძლებთ.

სასწორი
ერიდეთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით, ფულთან დაკავშირებით. შესაძლოა, წინა დღეების დაღლილობამ თქვენს ჯანმრთელობაზე გავლენა მოახდინოს. მოულოდნელი კონფლიქტი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება, თუ მოთმინებას გამოიჩენთ. ბავშვებთან ურთიერთობის დროს უკიდურესი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, რომ მათი თავმოყვარეობა არ შელახოთ და აგრესია არ გამოიიწვიოთ. დამატებითი მატერიალური ხარჯები გელით, ამიტომ უმჯობესია წინასწარ მოემზადოთ.

მორიელი
რთული და გაურკვეველი დღე გელით.სიტუაციაში გარკვევა გიჭირთ. არასასურველია მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება და მნიშვნელოვან დოკუმენტებთან მუშაობა. ამ დღის მთავარი ამოცანაა, რომ საბოლოოდ გაერკვეთ საკუთარ სურვილებსა და მოქმედებებში. საღამოს სავარაუდოდ, რომანტიკული შეხვედრა გელით, მაგრამ მორიელები ძალიან რთული პარტნიორები არიან და კომპრომისებზე დათანხმება უჭირთ.

მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა სპორტისა და ნებისმიერი ფიზიკური აქტივობისთვის. გახსოვდეთ, რომ ერთსა და იმავე წყალში ორჯერ ვერ შეხვალთ. ეცადეთ საკუთარი ემოციები აკონტროლოთ, რადგან ამან შეიძლება თქვენს ცხოვრებაში სერიოზული ნეგატიური ცვლილებები გამოიწვიოს.

თხის რქა
ეცადეთ ემოციები მოთოკოთ და სიმშვიდე შეინარჩიუნოთ. ახლობელი ადამიანების რჩევა ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ. არახელსაყრელი დღეა უძრავი ქონების შეძენისთვის. ერიდეთ ხალხმრავალ ღონისძიებებს, ხმაურიან კომპანიებს და თქვენთვის უჩვეულო გარემოს. უბედური შემთხვევის ალბათობა მაღალია.

მერწყული
გირჩევთ გარშემო მყოფებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. იღბლიანი იმ მერწყულებს ელის, რომლებიც ცხოვრების მიზანს იპოვიან და პროგრესულ და ჰუმანურ საქმეს ემსახურებიან. ამ დღეს მამაკაცებმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ თავიანთ ქალებს - დედას, ცოლს, ქალიშვილს, დას. დაავადება, რომელიც ამ დღეს იჩენს თავს, მსუბუქი ფორმით გამოვლინდება, თუმცა პრევენციული ღონისძიებების ჩატარება მაინც სასურველია.

თევზები
დღის პირველი ნახევარი არახელსაყრელია სარისკო ფინანსური ოპერაციების განხორციელებისთვის. ამ დროს თავი შეიკავეთ ნებისმიერი გარიგებისა და ხელშეკრულების დადებისგან. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღის მეორე ნახევარში დამოუკიდებლად და აქტიურად იმოქმედოთ. დახმარებას ნუ ელით, თუმცა თქვენზე უკეთ არავინ იცის, რა და როგორ უნდა გააკეთოთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა