თეგებით ძიება

გომელაურის პარლამენტში გამოსვლა "მასკარადი" იქნება - გიორგი ბოტკოველი

ვენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი პარლამენტში შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის "მინისტრის საათის" ფარგლებში მოსმენას ეხმაურება და გამოსვლას "მასკარადს" უწოდებს. მისი შეფასებით, კითხვა-პასუხის სცენის რეპეტიცია მინისტრსა და დეპუტატებს მრავალჯერ ექნებათ გავლილი:

"დღეს, უმრავლესობას და მინისტრს შორის კითხვა-პასუხს, რა თქმა უნდა, ბევრი რეპეტიცია ექნება გავლილი. ეს იქნება ჩვეულებრივი მასკარადი. რა კითხვა უნდა დაუსვან უმრავლესობის წარმომადგენლებმა შს მინისტრს? ეს ყოვლად გაუგებარი რაღაცაა. რაც შეეხება ჩვენს კთხვებს, პირველი კითხვა არის, რა თქმა უნდა, ის რაც ჩაიდაინა შსს-მ და ამ შემთხვევაში გომელაურმა. ვისი დავალებით ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. იყო კი ამხელა ღონისძიების ჩატარება საჭირო?", - აცხადებს ბოტკოველი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა