ყველის სუპი ბროკოლით - სასარგებლო და გემრიელი წვნიანი
ყველის სუპი - ბროკოლით
ამ კერძის მოსამზადებლად დაგჭირდეაბათ შემდეგი ინგრედიენტები:
ბროკოლი - 500 გ
სტაფილო - 1
ხახვი - 1
კარტოფილი - 2
ბულიონი ან წყალი - 1.5 ლ
ნაღები 20%-იანი - 200 გ
ყველი - 200 გ. გაუდა ან მდნარი
ტაბულა
მომზადების წესი:
სტაფილო გავხეხოთ, ხახვი დავჭრათ და მოვშუშოთ ერთად.
კარტოფილი კუბიკებად დავჭრათ და ბულიონში ჩავყაროთ მოსახარშად.
დავჭრათ ბროკოლი და შუა ხარშვაში ჩაუშვათ ბულიონში, დავამატოთ მოშუშული ბოსტნეულიც.
ძალიან დაბალ ცეცხლზე გავაგრძელოთ ხარშვა 15 წუთით.
მზა წვნიანს დავამატოთ ყველი, კარგად ავურიოთ რომ ჩადნეს, შემდეგ დავაბლენდეროთ, დავაბრუნოთ ქვაბში, დავასხათ ნაღები , შევანელოთ პილპილით და მარილით.
ხელახლა რომ წამოდუღდება, გამოვრთოთ.