ალეკო ელისაშვილი ვახტანგ გომელაურს: ბადრი ესებუას ხომ არაფერი შემოუთვლია
ყველას გვაინტერესებს, ბადრი ესებუას ხომ არაფერი შემოუთვლია? - ამ კითხვით მიმართა „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
„გვაინტერესებს, სად არის ბადრი ესებუა?! საქართველოს ტერიტორიაზეა, საქართველოს ტერიტორია დატოვა თუ როგორ არის ის კაცი და სად არის?“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
საქართველოს ბანკზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა ამ დრომდე იძებნება. ესებუას წინააღმდეგ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლების აყვანას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.