რჩევები 5 მარტისთვის - რისი გაკეთება არ შეიძლება ამ დღეს
ამ დღის ყველაზე მნიშვნელოვანი აკრძალვა შინაურ ცხოველებს ეხება. ოთხფეხა მეგობრები საკვებისა და წყლის გარეშე არ დატოვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ოჯახში ვინმე მძიმედ დაავადდეს.
ამ დღეს ძველი ნივთები დახარისხებას და ნახმარი ფეხსაცმლის მოზომებას უნდა ერიდოთ. წინაპრების ამ რჩევას თუ უგულვებელყოფთ, შეიძლება მალე სირცხვილის ან სიღარიბის გრძნობა გამოსცადოთ.
თუ ამ დღეს პირობას დაარღვევთ, თვის ბოლოს შეიძლება მსგავს სიტუაციაში თავად აღმოჩნდეთ და ვიღაცამ თქვენთვის მოცემული პირობა დაარღვიოს. ეს არა მხოლოდ უსიამოვნო, არამედ საშიშ მოვლენებსაც გამოიწვევს.
5 მარტს არასასურველია თეთრეულის შეცვლა ან ყიდვა, ახალი ბალიშების გამოყენება, რომლებზეც ადრე არავის ძინებია. თუ ამ რჩევას უარყოფთ, სიზმრები კოშმარად იქცევა და მთელ წელს დაგტანჯავთ.
რაც შეეხება სიზმრებს - სასურველია, დაძინებამდე საკუთარ ფიქრებში დასვათ კითხვა, რომელიც გაწუხებთ. გამორიცხული არ არის, რომ სიზმარმა პასუხი გაჩვენოთ. ნანახი გაღვიძებისთანავე დაწერეთ, რადგან ასეთი სიზმრები მეხსიერებიდან ძალიან სწრაფად ქრება.