თეგებით ძიება

6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
ამ დღეს შეგიძლიათ მხოლოდ ის საქმეები დაგეგმოთ, რომლებიც გაინტერესებთ და სიამოვნებას განიჭებთ. სანამ რამეს გააკეთებთ, კარგად დაფიქრდით და გაესაუბრეთ ადამიანებს, რომლებსაც სასარგებლო რჩევის მოცემა შეუძლიათ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას.

კურო
ამ დღეს სერიოზული პრობლემები არ გელით და შეგიძლიათ გრძელვადიანი გეგმების შედგენისთვის გამოიყენოთ. სასურველია ყურადღება საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისკენ გადაიტანოთ. საკმაოდ ბევრი გადადებული საქმე დაგიგროვდათ და მოქმედების დროა.

ტყუპები
შეიძლება პროფესიულ საქმიანობაში რაღაც არ მოგწონთ ან არ შეგეფერებათ, მაგრამ ეს პერიოდი სერიოზული ცვლილებებისთვის არახელსაყრელია. შეიძლება თავი გადაღლილად და გამოფიტულად იგრძნოთ, ამიტომ ეცადეთ ნაკლები იმუშავოთ და მეტი დაისვენოთ. შეგიძლიათ მხოლოდ ის საქმე აკეთოთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ და გაინტერესებთ.

კირჩხიბი
მოზღვავებული ენერგია ნებისმიერ საქმესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. სურვილისა და მონდომების შემთხვევაში შესანიშნავ შედეგებს მიაღწევთ. სანამ რამეს გააკეთებთ. მოსალოდნელი შედეგები კარგად აწონ-დაწონეთ. გაითვალისწინეთ, რომ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას შინაგანი ინსტინქტი გიკარნახებთ, სხვების რჩევამ კი, პირიქით, შეიძლება შეცდომა დაგაშვებინოთ.

ლომი
გირჩევთ მეტი დრო დაუთმოთ აუცილებლად მოსაგვარებელ საქმეებს და საქმეებს, რომლებიც სიამოვნებას განიჭებთ. კარგი იქნება თუ ახალი, უფრო მომგებიანი წინადადებების ძებნას შეუდგებით და ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარებაზე იფიქრებთ. კარგი იქნება თუ ძველი კავშირების შესახებ გაიხსენებთ, ისინი შეიძლება სასარგებლო იყოს. გამონახეთ დრო ოჯახის წევრებისა და ბავშვებისთვის. ეცადეთ ყველამ ერთად სასიამოვნო მოგზაურობა დაგეგმოთ, თუნდაც მეზობელ ქალაქში.

ქალწული
ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას გაძლევთ, რომ ამ დღისთვის ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი საქმეები დაგეგმოთ და წარმატებას მიაღწიოთ. შეიძლება კონფლიქტური ან საჩოთირო სიტუაციის მოსაგვარებაში დახმარება გთხოვონ. საუკეთესო დიპლომატისა და მშვიდობისმყოფელის უნარები შექმნილი ვითარების უმტკივნეულოდ მოგვარებაში დაგეხმარებათ.

სასწორი
ენერგიითა და ენთუზიაზმით სავსე ხართ. შეიძლება თავში საინტერესო იდეები მოგივიდეთ, მაგრამ ამ იდეების სხვებისთვის გაზიარება არ უნდა იჩქაროთ. გამორიცხული არ არის, რომ არაკეთილმოსურნე და შურიანმა ადამიანებმა ყველაფერო გააკეთონ, რომ ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლოთ.

მორიელი
პროფესიული საქმიანობის სფეროში ახალი და საინტერესო შესაძლებლობები გელით. გაითვალისწინეთ, რომ გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღოთ. თუ ყოყმანს დაიწყებთ, შეიძლება შანსი ხელიდან გაუშვათ. ამ დღეს თავი შეიკავეთ ვინმეს განსჯისგან, რადგან ამით მხოლოდ შეურაცხყოფთ და თქვენს მიმართ ნეგატიურად განაწყობთ.

მშვილდოსანი
ფიზიკურად და ემოციურად მძიმე დღეა. ოჯახში შეიძლება ნერვიული ატმოსფერო შეიქმნას, რადგან თქვენგან პირობის შესრულებას ითხოვენ, თქვენ კი ამის დრო არ გაქვთ. ახალი რომანტიკული ნაცნობობა უსიამოვნო სიურპრიზებით იქნება სავსე.

თხის რქა
თუ რომელიღაც პრობლემის გადაჭრას დიდი ხანია ცდილობთ, ახლა შესაძლებლობა გაქვთ, რომ საქმე თქვენს სასარგებლოდ შეცვალოთ. ხელსაყრელი დღეა პროფილაქტიკური მკურნალობის დასაწყებად. ნუ დაივიწყებთ ოჯახის უფროს წევრებს, რომლებსაც თქვენი მზრუნველობა სჭირდებათ.

მერწყული
ამ დღეს მოდუნების უფლება არ გაქვთ, თუმცა არც განსაკუთრებულად უნდა იაქტიუროთ - შესაძლოა, იღბალმა ყველაფერი თქვენს ნაცვლად გააკეთოს. გირჩევთ ძველ პრობლემებს ახლებურად შეხედოთ და არაორდინალური გადაწყვეტილებები ეძიოთ. ხელსაყრელი დღეა სუფთა ჰაერზე დასვენებისა და კომერციული მოგზაურობისთვის.

თევზები
არახელსაყრელი დღეა აქტიური მოქმედებისათვის. ცოტა ხნით შეისვენეთ, რომ საკიუთარ მიზნებსა და შესაძლებლობებში გაერკვეთ. თავი შეიკავეთ უახლოესი ადამიანების განსჯისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტს თავიდან ვერ აცილებთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა