თეგებით ძიება

მამუკა მდინარაძე - ეუთო/ოდირის დასკვნამ ცხადყო, რომ საქართველოში 2020 წელს არჩევნები კონკურენტული და ძირითადი თავისუფლებების დაცვით შედგა

ეუთო/ოდირის დასკვნამ ცხადყო, რომ საქართველოში 2020 წელს არჩევნები კონკურენტული და ძირითადი თავისუფლებების დაცვით შედგა, - - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.


მისი თქმიტ, ეუთო/ოდირის დასკვნა არის ბეჭედი იმ სიმართლის დასამტკიცებლად და დასადასტურებლად, რა სიმართლეც მთელი ამ ხნის განმავლობაში ცოტა არ იყოს რთული გასატანი გახდა.

„დღეს საბოლოოდ დაესვა წერტილი და დადასტურდა ის სიმართლე, რასაც თავისუფალ გარემოში ძირითადი თავისუფლებების დაცვით, კონკურენტულ გარემოში ჩატარებული არჩევნები ერქვა და ეს არჩევნები საქართველოში შედგა და მის შესახებ უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ. სწორედ იმიტომ, რომ რეალური იყო მოლოდინი ეუთო/ოდირისგან ასეთი დასკვნის, ამ ყველაფერს წინ უძღვოდა სპექტაკლები, რომელიც ამ ქვეყანაში ოპოზიციამ დადგა და ამით, პირველ რიგში, ქვეყანას მიაყენა ზიანი. ეუთო/ოდირის დაკვნა არის ბეჭედი იმ სიმართლის დასამტკიცებლად და დასადასტურებლად, რა სიმართლეც მთელი ამ ხნის განმავლობაში ცოტა არ იყოს რთული გასატანი გახდა, მაგრამ საბოლოოდ საზოგადოებამ ყველაფერი დაინახა. სამწუხაროა ყველაფერი დანარჩენი, სამწუხაროა ის, რაც არ ემსახურება სიმართლის საზოგადოებამდე მიტანას და სამწუხაროა, როდესაც სიმართლის წინააღმდეგ იბრძვიან კონკრეტული ადამიანები თუ პოლიტიკური სუბიექტები. დღევანდელმა დასკვნამ ცხადყო, რომ საქართველოში 2020 წელს შედგა კონკურენტული და ძირითადი თავისუფლებების დაცვით არჩევნები, რომელშიც, რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები. თუმცა, ჩვენ ყოველთვის გამოვთქვამთ მზადყოფნას და მზაობას, რომ საარჩევნო რეფორმა, თუნდაც პერმანენტულად, ყველა წესის დაცვით, მხარეებს შორის შეთანხმებით ჩატარდეს ისე, რომ ყველა მომდევნო არჩევნები ამ საკანონმდებლო ინიციატივების და ძალაში შესული ნორმების შესაბამისად იყოს წინაზე უკეთესი“, - განაცხადა მდინარაძემ.

ანგარიში საქართველოს ხელისუფლებისადმი რეკომენდაციებსაც ითვალისწინებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა