თეგებით ძიება

7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
მშვიდი დასვენების დღე გელით. გამოიყენეთ ეს დრო ოჯახთან ერთად გართობისა და მეგობრებთან სტუმრობისთვის. მშვიდი და გაწონასწორებული მდგომარეობა ქრონიკული დაავადების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ.

კურო
უსიამოვნო მოგონებების მიუხედავად, რომლებიც ბოლო დღეებმა დაგიტოვათ, ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი თავს ყველა ასპექტში უკეთესად იგრძნობს. იზრდება თქვენი თავდაჯერება, პიროვნული ხიბლი და მიმზიდველობა. კურო ქალებს ვურჩევთ საკუთარ თავს მეტი ყურადღება მიაქციონ. საინტერესო ნაცნობობა გელით, რომლიც ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზრდება და ქორწინებით დაგვირგვინდება.

ტყუპები
მშვიდი დღეა, რომელიც დასვენებისა და ყოველდღიური, ოჯახური საქმეების აუჩქარებლად კეთების საშუალებას მოგცემთ. ეცადეთ თქვენი პასუხისმგებლობა მინიმუმამდე შეამციროთ. მშვიდი გარემო საშუალებას მოგცემთ, რომ საკუთარ გრძნობებში, აზრებსა და მოქმედებებში გაერკვეთ. ამავე დროს,ეცადეთ ძალიან არ მოდუნდეთ, რომ საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის საშუალება არ დაკარგოთ.

კირჩხიბი
ამ დღეს შეიძლება ბევრი რამ დაგიბრუნდეთ. სასურველია ძველი ვალების დააბრუნოთ და უანგაროდ დაეხმაროთ მათ, ვისაც თქვენი დახმარება სჭირდება. ადამიანების მიმართ გულწრფელი დამოკიდებულება და თავგანწირვა მორალურ კმაყოფილებას მოგიტანთ, მაგრამ ეს ქედმაღლობაში არ უნდა გადაიზარდოს.

ლომი
ხელსაყრელი დღეა ავადმყოფობისგან, უსარგებლო საგნებისგან და ყალბი ურთიერთობებისგან გათავისუფლებისთვის. ეს დღე ძალიან ხელსაყრელია სახლის მოწესრიგებისა და საკუთარ გრძნობებში გარკვევისთვის. სასურველია უახლოეს წარსულში მომხდარი მოვლენების ანალიზისთვის. შესაძლებლობები, რომლებიც ამ დღეს მოგეცემათ, რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ.

ქალწული
ოპტიმიზმით სავსე დღეა. თავს გაცილებით უფრო ბედნიერად გრძნობთდა ამაში ბავშვებთან ურთიერთობა გეხმარებათ. მათი უშუალობა და სილაღე ბავშვობის წლებში დაგაბრუნებთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ. თუმცა დაავადება უმნიშვნელოა, მისი სიმპტომები მაინც არ უნდა უგულვებელყოთ.

სასწორი
მშვიდი და ჰარმონიული დღ გელით. ვარსკვლავები მდგომარეობის ობიექტურ შეფასებას და საჭირო დასკვნების გაკეთებას გირჩევენ. შეცდომებს თუ არ დაუშვებთ, შესაძლებლობა გექნებათ პრობლემების წყებას თავი უსაფრთხოდ დააღწიოთ. თუ შინაური ცხოველები გყავთ, გირჩევთ თავისუფალი დროის უმეტესი ნაწილი მათ დაუთმოთ.

მორიელი
ეს დღე შემოქმედებითი პოტენციალის გაზრდას განასახიერებს. სურვილი გაქვთ, რომ საკუთარი აზრები და გრძნობები გამოხატოთ და ადამიანებს თქვენი ხმა გააგონოთ. განმარტოება, რომლისკენაც მიდრეკილი ხართ, ასეთ განწყობებს ხელს უწყობს. ხელოვნების ყველა სფეროს წარმომადგენელს დიდი წარმატება და აღიარება ელის. ხელსაყრელია შემოქმედებითი შეხვედრები და გამოცდილების გაზიარება. თუ შესაძლებლობა მოგეცათ, შვებულება აიღეთ და მოსაწყენი გარემო შეცვალეთ. სამყაროს რომანტიკულ აღქმას ოპტიმისტური განწყობა გააძლიერებს.

მშვილდოსანი
ბევრი მშვილდოსანი უზენასესი ძალების დახმარების ხელს, მხარდაჭერას და მფარველობას იგრძნობს. ზოგი ამ გრძნობამ შეიძლება მოატყუოს და ჩათვალოს, რომ ყველაფერში მართალია და ყველა შეცდომა ეპატიება. რეალურად, ასე არ არის, ამიტომ უფრთხილდით თავის მოტყუებას და ილუზიებს. თვითკრიტიკა და მონანიება სინდისს მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქებთ და ცხოვრების განახლებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა
ეცადეთ გრძნობებმა თვალები არ დაგიბინდოთ და რეალობას არ მოგწყვიტოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში გექნებათ შესაძლებლობა ახლო წარსულში წარმოშობილი პრობლემები მოაგვაროთ, გარემო და საკუთარი თავი უკეთესობისკენ შეცვალოთ. მოსალოდნელია ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები. სავარაუდოდ, ოჯახის ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი მათ საჭიროებებზე დაიხარჯება.

მერწყული
ამ დღეს თქვენი განწყობა ისეთი ცვალებადია, როგორც არასდროს - გაუმართლებელი ოპტიმიზმიდან მელანქოლიამდე, სიმშვიდისა და კეთილგანწყობიდან სიჯიუტემდე და გაღიზიანებამდე. ეცადეთ საკუთარ სიტყვებსა და მოქმედებებში სიფრთხილე გამოიჩინოთ. ეჭვიანობის საფუძველზე მოსალოდნელია ახლობლებთან კონფლიქტი. წინასწარმეტყველური სიზმრები და უსიამოვნო წინათგრძნობა გელით.

თევზები
ეს დღე ხელსაყრელია მეგობრული და ოჯახური კავშირების აღდგენისთვის. გამორიცხული არ არის, რაღაც სიახლემ ნერვიულობა მოგიტანოთ. ფრთხილად იყავით, რადგან ზედმეტი ემოცია შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის დამანგრეველი აღმოჩნდეს. ეცადეთ უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობაშიო ემოციები აკონტროლოთ და საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცხოვრება მთლიანად თქვენს მოქმედებაზეა დამოკიდებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა