8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
სავარაუდოდ, თავს გადაღლილად გრძნობთ და მუშაობის დიდი სურვილი არ გაქვთ. ნუ აწამებთ საკუთარ თავს, მიეცით ცოტაოდენი დასვენების უფლება და შემდეგ განახლებული ენერგიით, სწრაფად შეძლებთ დაკარგული დროის ანაზღაურებას. შეხვედრა, რომელსაც მოუთმენლად ელით, შეიძლება თქვენგან დამოუკიდბელი მიზეზით ჩაიშალოს.
კურო
ერიდეთ არაფრისმომცემ დებატებსა და კონფლიქტურ სიტუაციებს, რადგან შეიძლება თავად დაზარალდეთ. ამ ეტაპზე უფრო მიზანშეწონილია „შემოვლითი ტაქტიკა“. თუ ქვეშევრდომებისგან ან პარტნიორებისგან რაიმეს მკაცრად მოითხოვთ, საპასუხოდ მხოლოდ გაღიზიანების ტალღას მიიღებთ.
ტყუპები
გირჩევთ საკუთარი აზრების, მიზნებისა და გეგმების შესახებ არავის უამბოთ, რადგან არსებობს ინფორმაციის გაჟონვის და თქვენს წინააღმდეგ გამოყენების საფრთხე. ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებიც ძალიან ბევრს გპირდებიან. მეტი დრო და ყურადღება დაუთმეთ ოჯახის უფროს წევრებს.
კირჩხიბი
ამ დღეს მხოლოდ საკუთარი სურვილებით ხელმძღვანელობთ. შინაგანი ხმა სწორ მიმართულებას გიჩვენებთ. თუ ვინმესთან შეხვედრა ან რაიმეს გაკეთება არ გსურთ, საკუთარ თავს ამის გაკეთება არ უნდა აიძულოთ. ხელსაყრელი დროა საყიდლებისთვის. წარმატებული შესყიდვებით კმაყოფილი დარჩებით.
ლომი
გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში შეიძლება სირთულეები გაჩნდეს. შეთანხმებები შეიძლება ფორსმაჟორული გარემოებების, ტექნიკური ხარვეზების ან სხვა პრობლემების გამო ჩაიშალოს. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ და მოქმედებას შეუდგებით, მოსალოდნელი შედეგები კარგად გათვალეთ.
ქალწული
არახელსაყრელი დროა მოგზაურობისა და ახალი ნაცნობებისთვის. რაც უფრო ნაკლები ურთიერთობა გექნებათ ადამიანებთან, ეს დღე მით უფრო წარმატებულად ჩაივლის. გარშემო მყოფმა ადამიანებმა შეიძლება უსიამოვნებები მოგიტანოთ. მეგობრული ურთიერთობაც კი შეიძლება პრობლემად იქცეს, შემთხვევით ნაცნობებზე რომ არაფერი ვთქვათ.
სასწორი
ნუ მიაქცევთ ყურადრებას მცირე გაუგებრობებს, რომლებიც როგორც ოჯახში, ისე სახლის გარეთ გელით. რომელიღაც საქმე მხოლოდ იმიტომ ჩაიშლება, რომ დრო არ გეყოთ. გამოყავით ყველაზე პრიორიტეტული საქმეები და პირველ რიგში მათ განხორციელებას შეუდექით. ერთადერთი გაფრთხილება - უსაფრთხოების წესებს ნუ უგულებელყოფთ.
მორიელი
თუ მატერიალური პრობლემების მოგვარებას ახლა შეუდგებით, შეიძლება დიდი ხარალი განიცადოთ. სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ ავტომობილის მართვის დროს. ავტოსაგზაო შესსმთხვევა მოსალოდნელი არის, მაგრამ საგზაო მოძრაობის წესების უმცირესი დარღვევაც კი არ დარჩება შეუმჩნეველი და შეიძლება სოლიდური ჯარიმის გადახდა მოგიწიოთ.
მშვილდოსანი
თუ საკუთარ თავს პრობლემებს არ შეუქმნით, ეს დღე წარმატებული იქნება. შესაფერისი დროა ოჯახური არქივისა და საბუთების მოწესრიგებისთვის. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას - ამჟამად თქვენი სხეული ძალიან მგრძნობიარეა ინფექციების მიმართ.
თხის რქა
იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. დღის მეორე ნახევარში თქვენი უანგარობა და პიროვნული მომხიბვლელობა გარშემომყოფებს მიიზიდავს და კეთილად განაწყობს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი გადაჭარბებული მგრძნობიარობა და პარტნიორით მეტისმეტად გატაცება შეიძლება იმედგაცრუების მიზეზი გახდეს.
მერწყული
ეჭვების დაძლევის, გრძნობებში, აზრებსა და მოქმედებებში ბალანსის დამყარების დღეა. მხოლოდ იღბალის იმედად ნუ იქნებით. მძიმე ფიზიკური დატვირთვა და სტრესი არასასურველია. ამ საღამოს თავს კომფორტულად მხოლოდ ოჯახის წევრებთან ან უახლოესი მეგობრების გარემოცვაში იგრძნობთ.
თევზები
ამ დღეს თევზები უჩვეულოდ მხიარულები და კომუნიკაბელურები არიან და ადვილად ემორჩილებიან ზოგად განწყობას. ეცადეთ საკუთარი აზრის დაცვა ისწავლოთ და სხვა ადამიანის გავლენის ქვეშ არ მოექცეთ. ეს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.