"ნაციონალური მოძრაობა" ვერ იშლის თავისას - კობახიძე ფარულ ჩანაწერებზე
"ნაციონალური მოძრაობა" ვერ იშლის თავისას, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების\' წევრი, ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებზე, რომლებშიც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ.
"აშკარაა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვერ იშლის თავისას. უკანონო მოსმენა, ჩანაწერების ფაბრიკაცია, მორალური და ფიზიკური ძალადობა მათი ხელწერაა. ეს პარტია ვერ ამაღლდა და ვერც ვერასდროს ამაღლდება „კუდის" სიმაღლიდან, ანუ მორალური და პოლიტიკური ფსკერიდან. მთავარია, რომ ქართული საზოგადოება კვლავაც კარგად არჩევს თეთრსა და შავს. ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერა ივანიშვილს!!!", - წერს კობახიძე ფეისბუქზე.
მიუხედავად მათი ასეთი ქმედებებისა, „ქართული ოცნება“ უარს არასოდეს იტყვის კონსტრუქციულ და სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებებზე. შესაბამისად ჩვენ მზად ვართ დიალოგის გაგრძელებისთვის, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მოგვიწოდებენ", - ნათქვამია "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.