9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ამ დღეს გულმავიწყობამ, დაბნეულობამ და უყურადღებობამ შეიძლება ბევრი უსიამოვნება მოგიტანოთ. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. სასურველია გამოცდილი პროფესიონალის კონსულტაცია. ნუ გადადებთ მკურნალობას - დაავადებები თავისით არ ქრება და ზოგჯერ მათი შედეგები ყველაზე არაპროგნოზირებადი შეიძლება იყოს.
კურო
ეს დღე მიზნების მისაღწევისა და თვითრეალიზაციისთვის ხელსაყრელია. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. ახალი ამბავი ოპტიმიზმითა და ენერგიით აგავსებთ. თუ შესაძლებელია, რაც შეიძლება სწრაფად გადით შვებულებაში. ამჟამად ყველაზე მეტად დასვენება და გარემოს შეცვლა გჭირდებათ.
ტყუპები
მზად ხართ საკუთარი ქცევა და გარეგნობაც კი შეცვალოთ. ამ დღეს ნებისმიერი სამუშაოს შესრულება გიჭირთ. ერთადერთი, რამაც შეიძლება თქვენი ყურადღება მიიქციოს, შემოქმედებაა. ფრთხილად იყავით, ბოლო დროს გაცნობილი ადამიანების მხრიდან არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულებაა მოსალოდნელი.
კირჩხიბი
მოულოდნელმა ცვლილებებმა შეიძლება თავაუღებლად მუშაობა და თქვენთვის სრულიად უცნობი საქმის კეთება გაიძულოთ. ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჰობი დიდ წარმატებას მოგიტანთ. მთავარია მიზნის მისაღწევად თანმიმდევრულად იმოქმედოთ. შედეგი მხოლოდ თქვენს მოქმედებაზეა დამოკიდებული. პირად ცხოვრებაში ღალატსა და მოტყუებას უნდა ერიდოთ.
ლომი
ფრთხილად იყავით, შესაძლებელია ემოციების შეკავება და სიტუაციის კონტროლი გაგიჭირდეთ. გირჩევთ სერიოზულად დაფიქრდეთ საკუთარ ცხოვრებაზე. მარადიული ფასეულობების შეცნობა თქვენს შინაგან სამყაროს გაამდიდრებს და დაცვას ყველაზე რთულ სიტუაციებში დაგიცავთ.
ქალწული
ამ დღეს მოგიწევთ უარი თქვათ საკუთარ გეგმებზე და ყურადღება ახლობლების პრობლემებზე გადაიტანოთ. თქვენთვის გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანების მიმართ თანაგრძნობა და მოვალეობის გრძნობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი კეთილდღეობა. გირჩევთ ხორციელ ცდუნებებს წინააღმდეგობა გაუწიოთ.
სასწორი
ეს დღე ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას უკავშირდება. არ არის გამორიცხული, რომ დილა კარგი ამბებით დაიწყოს, დიდი მოულოდნელობებით გაგრძელდეს და საყოველთაო აღიარებით დასრულდეს. ეცადეთ დაწყებული საქმე დაასრულოთ და ნათესავებთან ხანგრძლივი დავა შეწყვიტოთ. ამ დღეს თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო გართობა საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნაა.
მორიელი
ცხოვრებაში დიდი ცვლილებები გელით. ეცადეთ ამისთვის სააგულდაგულოდ მოემზადოთ და ძალები დაზოგოთ. ზოგჯერ, განსაცდელი ადამიანის ხასიათის განმტკიცებასა და წინსვლაში ეხმარება და პირიქით, იღბლიანობა და სურვილების ასრულება ყოველთვის ბედნიერებას არ იწვევს. ასე რომ, ზოგი ჭირი მარგებელია.
მშვილდოსანი
იმედგაცრუების დღეა. სავარაუდოდ, შვებულებასთან და მოგზაურობასთან დაკავშირებულ გეგმებს ასრულება არ უწერიათ. ნათესავებთან დაკავშირებული პრობლემები სიტუაციას გაართულებს. ალბათ იძულებული იქნებით თქვენთვის უინტერესო საქმე აკეთოთ, რომელიც დიდ ფიზიკურ ძალას მოითხოვს.
თხის რქა
დღის პირველი ნახევარი შეიძლება იყოს უფერული და უსიხარულო იყოს. ვარსკვლავებს ბიზნესმენ თხის რქებს ურჩევენ, რომ ინვესტიციებისგან თავი შეიკავონ. უმჯობესია, უფრო ხელსაყრელ პირობებს დაელოდოთ და შემდეგ თავდაჯერებულად იმოქმედოთ. საღამოსთვის სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს. რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენა გელით, რომელიც დიდხანს გემახსოვრებათ. შეგიძლიათ თამამად გარისკოთ.
მერწყული
ამ დღეს მუშაობის დაწყება გიჭირთ და საქმიანობის სფეროს შეცვლაზე ფიქრობთ. ეცადეთ დეპრესიული განწყობა თავიდან აიცილოთ. მოერიდეთ ახალი პასუხისმგებლობების აღებას და ეცადეთ ძველ საქმეებს მშვიდად გაუმკლავდეთ. ეს საზრუნავი სასიყვარულო საქმეებს ცოტა ხნით დაგავიწყებთ.
თევზები
ამ დღეს ბევრ თევზი ღალატს და სულმდაბლობას შეეჯახება. ამან შეიძლება ნერვული სტრესი ან დეპრესია გამოიწვიოს. გირჩევთ ბრმად არავის ენდოთ. კეთილგანწყობა და საკუთარი თავის რწმენა ის ორი საყრდენია, რომელზეც ურთიერთობა უნდა დაამყაროთ. შეეცადეთ შექმნილი სიტუაციის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე გაითვალისწინოთ.