თეგებით ძიება

როგორ მოვიზიდოთ წარმატება და სიყვარული ბეჭდების დახმარებით

ეზოთერიკოსები ამტკიცებენ, რომ ბეჭდის ამა თუ იმ თითზე გაკეთებას საკრალური მნიშვნელობა აქვს. ისიც მნიშვნელოვანია, რომელ ხელზე გიკეთიათ ბეჭედი, რადგან ამაზეა დამოკიდებული, როგორ ენერგიას მიიზიდავს.

ითვლება, რომ მარჯვენა ხელი მამაკაცურ ენერგიას განასახიერებს, ხოლო მარცხენა ქალურს. ექსტრასენსების აზრით, ბეჭდებს შეუძლიათ სიმდიდრე, ბედნიერება და სიყვარული მიიზიდონ, მაგრამ ამისათვის საჭიროა სამკაულის სწორად ტარება.

ეზოთერიკოსები მეწარმეებს ურჩევენ ბეჭედი მარჯვენა ხელის ცერა თითზე გაიკეთონ, მაშინ ბიზნესში წარმატება უზრუნველყოფილი იქნება.

მამაკაცები, რომლებსაც საკუთარ შესაძლებლობებში თავში ეჭვი ეპარებათ, უფრო თავდაჯერებულები გახდებიან, თუ ბეჭედს ცერა თითზე გაიკეთებენ. ასეთი ეფექტი ცერა თითზე ლიდერების მფარველი პლანეტა მარსის გავლენას უკავშირდება.

ალბათ შენიშნავდით, რომ ბევრი ქალი საჩვენებელ და ნეკა თითზე განსხვავებული ფერის ლაქს ისვამენ და ეს უმიზეზოდ არ ხდება. ამ თითების ზეციური დამცველები იუპიტერი და მერკური არიან ანუ პლანეტები, რომლებიც ორატორებს და ხალხის დიდ მასებთან დაკავშირებულ ადამიანებს მფარველობენ. ამ თითებზე ბეჭდების გაკეთებით თქვენ შეგიძლიათ მიიზიდოთ წარმატება ბიზნესში და ადამიანები საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოთ.

შუა თითი ძალაუფლებისა და ძლიერი ურთიერთობების სიმბოლო სატურნთან ასოცირდება. ეზოთერიკოსები ქალებს ურჩევენ, რომ ბეჭედი მარცხენა ხელის შუა თითზე ატარონ. ამ გზით შეგიძლიათ განამტკიცოთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა. თუ მარტო ხართ, შეგიძლიათ ცხოვრების სიყვარული მიიზიდოთ.

მარჯვენა ხელის არათითი მართლმადიდებლურ კულტურაში ქორწინებასთან ასოცირდება. ამ თითის ზეციერ მფარველად ვენერა ითვლება, რომელიც სიყვარულისა და ფინანსური კეთილდღეობის სიმბოლოა.

ექსტრსენსების აზრით, თუ ბეჭედს მარცხენა ხელზე ატარებთ, შეგიძლიათ უფრო მიმზიდველი გახდეთ და ფინანსური კეთილდღეობა მიიზიდოთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა