წყვილები, რომლებსაც ერთმანეთის ერთგულება არ შეუძლიათ
ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ზოდიაქოს ნიშნების შეუსაბამობის გამო შეყვარებული ადამიანების ზოგ კავშირს დაშლა ემუქრება. სპეციალისტებმა დაასახელეს წყვილები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან ერთმანეთის მოტყუებისკენ მიდრეკილი.
,
ვერძი და კურო
ზოდიაქოს ეს ორი ნიშანი ერთმანეთთან კარგად ურთიერთობს, მაგრამ ვერძისგან ერთგულებას არ უნდა ელოდოთ, ხოლო კუროს ღალატის პატიება არ შეუძლია. ასე რომ, ღალატის შემდეგ ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელი იქნება. რა გაეწყობა, ვერძის კეთილგონიერების იმედად უნდა ვიყოთ.
კირჩხიბი და თხის რქა
გამორიცხული არ არის, რომ კირჩხიბმა თხის რქასთან მოიწყინოს და გართობისა და სურვილების დაკმაყოფილებისთვის სხვა ადამიანის ძებნა დაიწყოს. თხის რქები კი ასეთ დამოკიდებულებას არავითარ შემთხვევაში არ შეეგუებიან.
ლომი და მშვილდოსანი
ამ ორ ნიშანს ერთმანეთისკენ გამუდმებით რაღაც ძალა იზიდავს. ისინი ერთმანეთის მომხიბვლელობას ვერ უძლებენ, მაგრამ ლომს ყოველთვის ყურადღება აკლია, ხოლო მშვილდოსანს სრული ბედნიერებისთვის გამუდმებით ვიღაც მეორე სჭირდება.
მორიელები და თევზები
ორივე შესანიშნავად იტყუება. ისინი ყოველთვის სარგებლობენ „მარცხნივ გადახვევის“ შესაძლებლობით და დაუსჯელობის განცდით ტკბებიან.
მერწყული და ქალწული
აბსოლუტურად განსხვავებული ენერგიის მიუხედავად, ისინი ხასიათებით ერთმანეთს გვანან. ამასთან, მერწყული სპონტანური და დაუფიქრებელი მოქმედებებისკენ მიდრეკილია, რაც სასტიკად არ მოსწონს ქალწულს, რომელიც ხანგრძლივ ფიქრსა და ერთხელ გაჭრამდე ასჯერ გაზომვასაა მიჩვეული.