რა გავლენას ახდენს სახელი ჩვენს ბედზე?
სწორად შერჩეული სახელი ადამიანის განწყობაზე და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს.
თუ ადამიანს საკუთარი სახელი არ მოსწონს და დისკომფორტს ანიჭებს, ამ ფონზე შეიძლება სხვადასხვა ფსიქოფიზიკური უარყოფითი მდგომარეობა განვითარდეს.
ლამაზ, კეთილხმოვან და მეტყველ სახელს მისი მფლობელისთვის უამრავი დადებითი ემოციას მოაქვს, ზრდის მის ცხოვრებისეულ სტატუსს და ადრეული ასაკიდან გავლენას ახდენს ხასიათის ჩამოყალიბებაზე.
როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ისინი, ვისი სახელიც მტკიცედ და დამაჯერებლად ჟღერს, მიზნებს ადვილად აღწევენ. ისინი უკეთესად ეგუებიან ცხოვრებისეულ სიტუაციებს და ადვილად იღებენ სასურველ თანამდებობებს. ხოლო მათ, ვისაც რბილი და მელოდიური სახელები აქვთ, წარმატება სამსახიობო პროფესიაში ელით.
როდესაც სახელს წარმოშობისა და მასში დაშიფრული საიდუმლოს გათვალისწინების გარეშე ირჩევენ, შეიძლება მისმა მფლობელმა უნებურად უარყოს. მაგალითად, ბავშვის დაბადების დამადასტურებელ საბუთებში წერია ელენე, მაგრამ ცხოვრებაში გოგონას ალინას უძახიან. ეს სახელი განსხვავებულ მუხტს ატარებს, რომელიც სავარაუდოდ, გოგონას ხასიათს უფრო შეესაბამება. გამოდის, რომ გოგონამ თავადაც არ ვერ მიხვდა ისე უარყო დაბადებისას მიცემული სახელი და უფრო შესაფერისი აირჩია.
სხვა შემთხვევაში, შეიძლება ბავშვის საკუთარი სახელი არ მოსწონდეს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ცვლის. შედეგად - დარღვეული ფსიქიკა, ცხოვრებისეული წარუმატებლობები, რასაც ერთი შეხედვით, ადამიანის სახელთან საერთო არაფერი აქვს. მაგრამ, თუ კარგად გავერკვევით და შეუსაბამო სახელს შევუცვლით, ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება.
ადამიანებს სახელებს ყველაზე ხშირად, გარკვეული სოციალური პრინციპების, არსებული მოდის ან კარგად დამკვიდრებული ოჯახის ტრადიციების შესაბამისად არქმევდნენ. თუ ძველად ადამიანს უჩვეულო და გაუგებარ სახელებს არქმევდნენ, ქრისტიანობის დადგომის შემდეგ სურათი შეიცვალა.
ხალხმა ახალშობილებისთვის წმინდანების სახელების დარქმევა დაიწყო, რომელთა დაბადების ან თაყვანისცემის თარიღები საეკლესიო კალენდარში ეწერა.
ითვლებოდა, რომ ამ გზით ბავშვი მთელი ცხოვრება მისი სახელის მატარებელი წმინდანის მფარველობის ქვეშ იქნებოდა. წმინდანის სახელის მატარებელი არასდროს აღნიშნავდა საკუთარ დაბადების დღეს, მაგრამ ყოველთვის აღნიშნავდა მისი სახელის მატარებელი წმინდანის ხსენების დღეს. ამ ტრადიციას ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში იცავდნენ, სანამ სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთიანობა არ დაირღვა და სახელმწიფო სერვისები და სარეგისტრაციო სამსახურები გაჩნდა.
ბავშვისთვის სახელის არჩევისას ეცადეთ მისი წარმოშობა, ჟღერადობა და ენერგეტიკა გაითვალისწინოთ. დააკვირდით რამდენად თავსებადია ის მშობლის სახელთან და გვართან. სახელების თავსებადობასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფაქტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასევე მეორე ნახევრის არჩევისას, რადგან სწორედ სახელების თავსებადობას აქვს უდიდესი გავლენა ქორწინების სიმტკიცეზე.