კვირის სასიყვარულო ჰოროსკოპი - რა გამოცდა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 8 მარტიდან 13 მარტამდე?
კვირა ყველასთვის პოზიტიური და ხალისიანი იქნება, მაგრამ ყველაზე მთავარი შინაგანი მდგომარეობაა - თუ დღესასწაული გინდათ, დღესასწაულს მიიღებთ. ვარსკვლავები დადებით ენერგიას ყველას აჩუქებენ, ვისაც ამის სჯერა.
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
ეცადეთ პოზიტიურად განეწყოთ. ნუ იქნებით ეჭვიანი და ნუ ეძებთ ხაფანგებს. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული. პლანეტებს გირჩევენ, რომ საყვარელი ადამიანი არ გააკრიტიკოთ. თუ რამე არ მოგეწონებათ, ეცადეთ პარტნიორს ტაქტიანად მიანიშნოთ, რომ შეურაცხყოფილი არ დარჩეს.
ქალი
გულთან ახლოს ნუ მიიღებთ მეგობრის რჩევას. მათ უბრალოდ შურთ, თქვენ კი სასიამოვნო სიურპრიზი გელით.
კაცი
ამ კვირაში ურთიერთობის პრობლემები არ გექნებათ, თუ გაიხსენებთ, რაზე ოცნებობს თქვენი საყვარელი ადამიანი.
კურო (21 აპრილი - 20 მაისი)
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მარტის დღესასწაულები მარტოობაში არ აღნიშნოთ. მეგობრებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად ნებისმიერ ზეიმს განსაკუთრებული ელფერი ეძლევა. შეეცადეთ წვეულებაზე პარტნიორზე მეტი ყურადღება სხვას არ მიაქციოთ, თორემ ეჭვიანობის სცენებს ვერ გადაურჩებით.
ქალი
საყვარელ ადამიანთან ჩხუბის მიზეზებს ნუ ეძებთ. მას თქვენი ესმის და რთულ დროს მხარს დაგიჭერთ.
კაცი
თქვენი გულგრილობა და თავშეკავება უადგილოა. პლანეტები გირჩევენ, რომ საყვარელი ადამიანის გულის მოსაგებად რომანტიკული ვახშამი მოაწყოთ.
ტყუპები (21 მაისი - 21 ივნისი)
პარტნიორულ ურთიერთობებში პრობლემები ერთად უნდა მოაგვაროთ. ნუ ეცდებით, რომ ყველა შეცდომა საყვარელ ადამიანს გადააბრალოთ. ვარსკვლავები თქვენს მიმართ კეთილგანწყობილი არიან. თუ ყველა საკითხს ერთად გადაწყვიტთ, სასურველ შედეგს მალე მიაღწევთ.
ქალი
ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. თუ თქვენს პარტნიორს ყურადღებით მოუსმენთ, მის დახმარებას შეძლებთ. ვარსკვლავები დაგეხმარებათ საყვარელ ადამიანთან ურთიერთგაგებას მიაღწიოთ, რაც ორივეს სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ.
კაცი
მშვენიერი კვირა გელით. შეგიძლიათ ურთიერთობა რომანტიკული საღამოებით გაალამაზოთ. თქვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის.
კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)
ეცადეთ აზრები და ძალებნი მოიკრიბოთ. რთული, მაგრამ საინტერესო კვირა გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ წვრილმანებში ფული არ დაგენანოთ. ბედნიერება წვრილმანებისგან შედგება.
ქალი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პარტნიორის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ. ეცადეთ საკუთარ თავს „გვერდიდან“ შეხედოთ. საყვარელი ადამიანი ნაკლებად აკრიტიკოთ და საკუთარი თავი მეტად.
კაცი
მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, ეს კვირა როგორ ჩაივლის. თუ უფრო მეტ ყურადღებას და მზრუნველობას გამოიჩენთ, თქვენი პარტნიორი ამას აუცილებლად დააფასებს.
ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
ვარსკვლავები გირჩევენ, წვრილმანებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. მეტი პოზიტიური ემოცია და მთელი კვირა დღესასწაულივით ჩაივლის. ყურადღების გამოჩენა ზედმეტი არასოდესაა, მაგრამ მისი ნაკლებობა ყოველთვის სამწუხაროა.
ქალი
ამ კვირას ყვავილების ზღვა და კეთილი სურვილების ოკეანე გელით. ეცადეთ ნებისმიერი საჩუქრით გულწრფელად გაიხაროთ, თუნდაც არამატერიალურით.
კაცი
კარგი იქნება თუ შვებულებას აიღებთ და საყვარელ ადამიანთან ერთად დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. ახლა ორივეს ახალი ემოციები და შთაბეჭდილებები გჭირდებათ.
ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
კვირის დასაწყისი დაძაბული იქნება, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ უფრო თავშეკავებული იყოთ და ემოციები აკონტროლოთ. გახსოვდეთ, რომ პრობლემა ყველას აქვს, მაგრამ ამის გამო სააყვარელ ადამიანს ყურადღება არ უნდა მოაკლოთ.
ქალი
გირჩევთ ნეგატიური ემოციები შეიკავოთ. თქვენი კრიტიკა ყოველთვის მიზანშეწონილი არაა, ამიტომ ვარსკვლავები მოსალოდნელი შედეგების შესახებ გაფრთხილებენ.
კაცი
თუ გსურთ, რომ საყვარელმა ადამიანმა თქვენი მხრიდან გამოვლენილი დახმარების სურვილი დააფასოს, ეცადეთ უფრო დელიკატურად იმოქმედოთ.
სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
ვარსკვლავები წყნარ კვირას გპირდებიან, თუმცა საზრუნავი მაინც გელით. კარგი ისაა, რომ ეს საქმეები სიამოვნებას მოგანიჭებთ. ეცადეთ საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ და ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტოთ, ვინ უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის.
ქალი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ, თორემ კვირის ბოლოს პრობლემები შეგექმნებათ.
კაცი
საყვარელი ადამიანი თქვენს მონდომებას დააფასებს, მაგრამ ეცადეთ კვირის ბოლოს ურთიერთობა არ გააფუჭოთ.
მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
დროა, დამღლელი და მომაბეზრებელი საქმეებიდან ყურადღება სასიამოვნოზე გადაიტანოთ. თქვენ და თქვენს პარტნიორს ახლა ყველაზე მეტად კარგი დასვენება გჭირდებათ. ვარსკვლავებს გირჩევენ ერთად გადაწყვიტოთ სად და როგორ დაისვენებთ, მაშინ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელით.
ქალი
თუ წვრილმანებს ყურადღებას არ მიაქცევთ, საყვარელი ადამიანისგან სასიამოვნო სიურპრიზს მიიღებთ.
კაცი
აუცილებელი არ არის რჩევა სხვა, თუნდაც ახლობელ ადამიანებს კითხოთ. ეცადეთ თავად გაარკვიოთ რას ელის საყვარელი ქალი თქვენგან.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
გულწრფელობა საყვარელი ადამიანის გაგებაში დაგეხმარებათ. უბრალოდ ეცადეთ მოსმენა ისწავლოთ და მხოლოდ თქვენ არ ილაპარაკოთ.
ქალი
დასკვნების გაკეთებას ნუ იჩქარებთ. სანამ პარტნიორს ბრალს დასდებთ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეტყვით, კარგად დაფიქრდით. იქნებ, ცდებით?
კაცი
დიდი ხანია ბუნებაში არ დაგისვენიათ, ახლა კი ამისთვის შესანიშნავი დროა. მით უმეტეს, რომ საყვარელი ადამიანიც ამაზე ოცნებობს.
თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
ძნელია რადიკალური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. თუ იაქტიურებთ, ვარსკვლავების მხარდაჭერა გელით.
ქალი
სასიამოვნო სიურპრიზი გელით. შეიძლება იმაზე დიდხანს ელოდით, ვიდრე საჭიროა, მაგრამ გულწრფელი ემოციები მაინც არ უნდა დამალოთ.
კაცი
კარგი კვირა გელოდით. სასიხარულო ამბებით, რომლებსაც ფინანსური ხარჯები მოჰყვება.
მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მნიშვნელოვან საკითხებში პრინციპულობა გამოიჩინოთ. მაშინ კვირა მშვიდად ჩაივლის.
ქალი
კვირა მშვიდი, მაგრამ სასიამოვნო სიურპრიზებით სავსე იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ინიციატივა საკუთარ თავზე აიღოთ.
კაცი
თქვენგან გადამწყვეტი მოქმედებას ელიან,მაგრამ არ უნდა აჩქარდეთ, სანამ ყველა შედეგს წინასწარ არ გათვლით.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
ურთიერთობები შეიძლება ჩიხში შევიდეს. ეცადეთ უფრო თავშეკავებულად იმოქმედოთ. ურთიერთბრალდებები და კამათი მხოლოდ სიტუაციის გამწვავებას გამოიწვევს. ვარსკვლავები გირჩევენ, პარტნიორის მიმართ მეტი გულწრფელობა გამოიჩინოთ, მაგრამ ზედმეტი ემოციების გარეშე.
ქალი
თქვენი ხანგრძლივი დუმილი პარტნიორს შეიძლება არასწორად გაიგოს. ეცადოთ მოდუნდეთ და პოზიტიურად განეწყოთ.
კაცი
მშვიდი კვირა გელით. პირად ურთიერთობებში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ საყვარელი ადამიანის პრობლემების მიმართ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.