თეგებით ძიება

განაჩენი ცნობილია - მოსამართლემ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე, მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ და მოსამართლემ, ბიძინა სტურუამ, განაჩენი 5 დაკავებულის მიმართ გამოაცხადა, მათგან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოქმედებს და განაჩენი დახურულ კარს მიღმა გამოცხადდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, ხოლო 2 არასრულწლოვნის საქმეზე, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება.

მცხეთის რაიონული სასამართლო გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს 8 თვის განმავლობაში განიხილავდა. აღნიშნულ საქმეზე დაკითხულია 100-მდე მოწმე და გამოკვლეულია როგორც ექსპერტიზის დასკვნები, ასევე ნივთიერი, წერილობითი მტკიცებულებები.

დაკავებული 5 პირიდან ბრალს არცერთი აღიარებს.

გადაწყვეტილების მოსასმენად, მცხეთის რაიონულ სასამართლოში მივიდა მოკლული ფეხბურთელის დედა, რომელიც ხუთივე ბრალდებულის უმკაცრესადდასჯას ითხოვდა.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი აცხადებდა, რომ ბრალდების მხარეს ერთადერთი მოლოდინი ჰქონდა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლო შაქარაშვილის საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა