დავით გარეჯა - იგივე დავით ლავრა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არსებობს სამონასტრო კომპლექსი დავით გარეჯი, რომელსაც არაერთი ტურისტი თუ ადგილობრივი მოსახლეობა სტუმრობს.
დავით გარეჯი გამოირჩევა თავისი სილამაზით, სიძველით. აფერადებული უდაბნოები საინტერესო მარშუტებს გთავაზობენ აქ თავგადასავალების, მრავალფეროვნების დაუვიწყარი შთაბეჭდილებების სამყაროში.
გეოგრაფულად დავით გარეჯი მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70-ე კილომეტრზე, საგარეჯოდან კი სამხრეთ დასავლეთით 50 კილომეტრზე, ისტორიულ კუხეთში, მდინარეების იორისა და მტკვრის შორის მოქცეულ გარეჯის კლდოვან მთებში.
მონასტერი დაარსებულია მე-6 საუკუნის პირველ ნახევარში, ერთ-ერთი ასურელი მამის, დავითის მიერ.
გარეჯის უდაბნო ძველთაგანვე წარმოადგენდა ქართლის სახელმწიფოს კუთვნილ განაპირა პროვინციას, კუხეთის შემადგენელ ნაწილს.
კუხეთი მე-19 საუკუნიდან შეერწყა კახეთს და ამის შემდეგ ეს მხარე კახეთად იწოდება. როგორც აგიოგრაფიული წყაროები იუწყებიან, მამა დავითი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა ერთ პატარა ბუნებრივ მღვიმეში - ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით.
გარეჯის ლავრა გარეჯის სამონასტრო ცხოვრების ცენტრი იყო. დროთა განმავლობაში მას განშტოებები შეემატა. გარკვეულ პერიოდში მონასტერთა რიცხვმა 12-ს მიაღწია და ამ ხნიდან უნდა იყოს შემორჩენილი სახელწოდება გარეჯის „ათორმეტნი მონასტერნი“.
შემდგომში თანდათან ჩამოყალიბდა შორი-შორს მდებარე გამოქვაბულ მონასტერთა კომპლექსების ქსელი: წამებული, ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თეთრი სენაკი, დოდოს რქა, აღდგომისა, წამებული, ბერთუბანი, მღვიმე, ქოლაგირი, დიდი ქვაბები, ვერან გარეჯა, პირუკუღმართი, პატარა ქვაბები.
დავით გარეჯში მოღვაწეობდა არაერთი საზაგადო მოღვაწე. მათ შორის გამოირჩევა სულხან საბა ორბელიანი.
უახლესი დროიდან (2012)წლიდან დავით გარეჯს აზერბაიჯანი გვედავება, თუმცა, აქტუალური ბოლო თვეების განმავლობაში გახდა, როდესაც აზერბაიჯანმა მოინდომა ბერთუბნის ეკლესიასთან ერთად მიეთვისებინა ჩიჩხიტურის მონასტერი.
ბერთუბნის მონასტერი ამჟამად მოუვლელობით ინგრევა და იქ დარჩენილ ფრესკულ შედევრებს განადგურება ემუქრებათ!!!
დავით გარეჯა საქართველოა!
ავტორი: მიხეილ ჭიაბერაშვილი