თეგებით ძიება

10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
შეგიძლიათ ნებისმიერ შეთანხმებას თამამად მოაწეროთ ხელი - ამ დღეს ვარსკვლავები მოგებას და უსაფრთხოებას გპირდებიან. ყურადღებით იყავით და უსმინეთ ყველაფერს, რასაც თქვენზე იტყვიან. გირჩევთ საკუთარი სიმართლის ძალისმიერი მეთოდებით დამტკიცებაზე უარი თქვათ.

კურო
კუროებო, გახსოვდეთ, რომ გულწრფელი ღიმილით ნებისმიერ მეტოქეს განაიარაღებთ. ამ დღეს მხოლოს კარგი მუსიკა აღგაფრთვანებთ. მთავარია, კარგი განწყობა შეინარჩუნოთ.

ტყუპები
თუ თავისუფალი დრო გაგიჩნდათ, მეგობართან ერთად კაფეში წადით, ეს თქვენთვის სასარგებლო იქნება. შეიძლება ყველა და ყველაფერი ეშმაკებთან გაგზავნოთ, მაგრამ ხვალ ამის შესახებ ძალიან ინანებთ. გირჩევთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რომ უსარგებლო კონფლიქტს თავი აარიდოთ.

კირჩხიბი
ბოლოს და ბოლოს თავს საკუთარი ბედის ბატონ-პატრონად იგრძნობთ, დეპრესიას დაივიწყებთ და სამომავლო მოქმედების ერთადერთ, სწორ სტრატეგიას შეიმუშავებთ. ეცადეთ ზედმეტი არაფერი თქვათ, რადგან ეს სიტყვები თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

ლომი
ლომებო, ენდეთ საკუთარ ინტუიციას და შინაგან ხმას უსმინეთ. თუ არ გსურთ, რომ ტელეფონის ზარს უპასუხოთ ან კითხვებზე პასუხი გასცეთ, ასეც მოიქეცით. ამ დღის დევიზია „სიმშივე, მხოლოდ სიმშვიდე“, თუმცა დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია კამათი საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან.

ქალწული
სულ რაღაც ერთ დღეში დიდი ხნის დაგროვილ საქმეებს გაუმკლავდებით, რომლებსაც გამუდმებით სამომავლოდ ინახავდით გირჩევთ ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა წინადადება არ მიიღოთ. გაითვალისწინეთ, რომ მატერიალური ფასეულობების მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება ძალიან დაგაზარალებთ. ამ დღის სიუჟეტი სევდიან ზღაპარს მოგაგონებთ.

სასწორი
ამ დღეს იღბალი თქვენს მხარესაა, იქნებ ლატარიის ბილეთის ყიდვა სცადოთ? თავს ნუ იტანჯავთ, ყველაფერი იმაზე მარტივადაა, ვიდრე ფიქრობთ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ ოახის წევრებთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ ან პატარა ოჯახური წვეულება მოაწყოთ.

მორიელი
შეგიძლიათ იმ საქმით დაკავდეთ, რომელიც გაინტერესებთ. არავის ეწყინება თუ ცოტა დროს საკუთარ თავსაც დაუთმობთ. თუ რაღაცის გაკეთება გადაწყვიტეთ, უკან ნუ დაიხევთ. ნუ ეძებთ დამნაშავეებს იქ, სადაც არ არიან. ისწავლეთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.

მშვილდოსანი
ამ დრეს თამამად შეგიძლიათ უფროსთან მიხვიდეთ და ნებისმიეტ საკითზე დაელაპარაკოთ - აიცილებლად მოგისმენთ და მხარს დაგიჭერთ. თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, ცოტა უნდა დაიცადოთ. დავალება, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, თივის ზვინში ნემსის ძებნას ჰგავს.

თხის რქა
გახსოვდეთ, რომ პირველი ნაბიჯის გადადგმა თუ გაბედეთ, არ ინანებთ, რადგან ეს ბედნიერებას მოგანიჭებთ. შეგიძლიათ თავს სიზარმაცის უფლება მისცეთ - ამისთვის არავინ გისაყვედურებთ. აუცილებელი არ არის ინიციატივის გამოჩენა თუ დახმარებას არავინ გთხოვთ. მით უმეტეს, რომ ეს შეიძლება დათვური სამსახური აღმოჩნდეს.

მერწყული
ცხოვრებას ნელა, მაგრამ დამაჯერებლად მიჰყვებით და იცით, რომ მიზანთან ახლოს ხართ. გაიხსენეთ ცხოვრებისეული პრიორიტეტები! სიმშვიდის იმედი ნუ გექნებათ, მეგობრები და ოჯახის წევრები მოწყენის საშუალებას არ მოგცემენ.

თევზები
ამ დღეს ადამიანები თქვენსკენ ისე იწევენ, როგორ მზესუმზირა მზისკენ, რაც სასიამოვნოდ გაოცებთ. მთავარია, თქვენი სითბო ყველას ეყოს. შესაძლოა, მიიღოთ ცნობა, რომელსაც დიდი ხანია ელით. მზად იყავით ფულის დაუგეგმავი ხარჯისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა