თეგებით ძიება

ტოტალური მოსმენები - სუსი ბერას ჩანაწერების გამავრცელებელს ეძებს

სუს-ი ტოტალურ მოსმენებს იწყებს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ბერა ივანიშვილისა და ხელისუფლების უმაღლესი რანგის პირთა სკანდალური ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ ლილუაშვილის უწყებამ განსაკუთრებული მობილიზება გამოაცხადა.

არხის ცნობით, ლილუაშვილის უწყებაში სპეციალური დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი მოულოდნელად გამოიძახეს. უსაფრთხოების სამსახური, რომელიც სახელმწიფოს ნაცვლად ოლიგარქისა და მისი ოჯახის დაცვაზეა ორიენტირებული იმ პირების დადგენას ცდილობს ვინც შესაძლოა ჩანაწერების სკანდალთან იყოს დაკავშირებული.

"მთავარის" ინფორმაციით, სამსახურის 200-მდე თანამშრომელი უშუალოდ ახორციელებს მიყურადებას, გარდა ამისა დაწყებულია ფარული დაკითხვები და ერთ ერთი ინფორმაციით, უკვე დაიკითხნენ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სოსო გოგაშვილი და ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა