თეგებით ძიება

თელავში მშობლების და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ მშობლების და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელა. მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და 28 წლის ალექსანდრე აბრამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა.

სხდომაზე დაკავებულის უფლებადამცველმა მოსამართლეს აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართა. ლალი ჩაველაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გარკვეული სახის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რამაც შესაძლოა მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. სასამართლოს სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული, თუმცა დუმილის უფლება გამოიყენა.

შემთხვევა თელავში, გოშაძის ქუჩაზე 7 მარტს მოხდა. 28 წლის ალექსანდრე აბრამიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით მშობლები და ბებია მოკლა, რის შემდეგაც პოლიციას თავად აცნობა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა