რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებზე დაპირისპირებაა
დღეს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები იმართება.
რეგისტრაცია 13:00 საათზე დაიწყო და კენჭს ერთადერთი კანდიდატი სოსო ტყემალაძე იყრის, მას 38 ხმა სჭირდება, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდეს.
ირაკლი აბუსერიძე და მისი მომხრეები არ ცნობენ ამ არჩევნებს და ცდილობენ ხელი შეუშალონ არჩევნების ჩატარებას. სწორედ აღნიშნულს მოჰყვა ჩხუბი და დაპირისპირება.