აკვიატებული ჰქონდა, ამ ბავშვს ან „ფეჩში“ შევუკეთებ ან მოვკლავო, სულ ასე მემუქრებოდა - რას ჰყვება გუშინ გარდაცვლილი 8 თვის ჩვილის დედა
გურჯაანში ოჯახური ძალადობის დროს გარდაცვლილი ჩვილის დედა კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მისი შილის მიმართ ბრალდებული აგრესიით გამოირჩეოდა.
„ჩემმა მეუღლემ ჩხუბი დამიწყო, შენ სხვა გიყვარს და სხვასთან გინდა წახვიდეო, მთვრალი იყო. ბავშვი გულზე მყავდა მიკრული და ხელიდან მგლეჯდა. „ფეჩი“ მესროლა და ბავშვს თავში მოხვდა. აკვიატებული ჰქონდა, რომ ეს ბავშვი უნდა მოვკლა, ან „ფეჩში“ შევუკეთებ ან მოვკლავო, სულ ასე მემუქრებოდა“, - აცხადებს გარდაცვლილი ჩვილის დედა.
კახეთში ცოლ- ქმარს შორის დაწყებული დაპირისპირება ჩვილის გარდაცვალებით