თეგებით ძიება

11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
შესაძლებლობა გექნებათ, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. საყვარელი ადამიანი ყველაფერს გააკეთებს, რომ თავი ბედნიერად გაგრძნობინოთ. ნუ დაივიწყებთ დღის რეჟიმისა და დასვენების შესახებ. მორეიდეთ მაგარი ჩაის ან ყავის და ალკოჰოლური სასმელების დალევას.

კურო
მათ, ვინც დღეს მოგზაურობას აპირებს, ჰოროსკოპი სიფრთხილის გამოჩენას ურჩევს. გირჩევთ მოგზაურობა უფრო ხელსაყრელი დროისთვის გადადოთ, რადგან ამჟამად საუკეთესო ფორმაში არ ხართ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ერიდეთ გადაღლას და სარისკო თავგადეასავლებს. მშვიდი დასვენება ენერგიით აგავსებთ.

ტყუპები
წინააღმდეგობრივი დღეა, რომელიც ცნობიერებისა და გრძნობების გაორებას უკავშირდება. შედეგად, მოსალოდნელია განწყობის მკვეთრი ცვლილება, არასწორი გათვლა და რეალობის არარეალური აღქმა. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ზედმეტად მგრძნობიარე ნერვული სისტემის მქონე, ფსიქიკური დაავადებებისკენ მიდრეკილი ტყუპები.

კირჩხიბი

სავარაუდოდ, ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. გირჩევთ საკუთარი სურვილები და პარტნიორებისა და ოჯახის წევრების მიმართ პრეტენზიები ფხიზლად შეაფასოთ. ეცადეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები დღის პირველ ნახევარში დანიშნოთ. ეცადეთ საკუთარი ჯანმრთელობა მთელი დღის განმავლობაში აკონტროლოთ.

ლომი
ეს უნივერსალური ჰარმონიისა და მშვიდობის დღეა. თქვენი ცხოვრებისეული საქმიანობის შემდეგი ეტაპი მკაფიო ცნობიერებით და ცხოვრებისეული ძალების სწორად წარმართვის უნარით გამოირჩევა. ბოლოს დას ბოლოს გააცნობიერებთ რა აკლიათ თქვენს ოჯახს სრული ბედნიერებისთვის და რა უნდა შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში უკეთესობისკენ.

ქალწული
ეს დღე სიყვარულს და ჰარმონიას განასახიერებს. თავდაჯერებითა და მომავლის იმედებით სავსე ხართ. უამრავი საინტერესო ნაცნობობა და სასიხარულო ამბავი გელით. არაკეთილმოსურნე ადამიანების ინტრიგები ვერ დაგახზარალებთ, რადგან თავს საკუთარი პოზიციების დაცვას შესანიშნავად მოახერხებთ.

სასწორი
ეს დღე შინაგან უთანხმოებებას უკავშირდება. ეცადეთ გაანალიზოთ საკუთარი შესაძლებლობები და მიდრეკილებები. ეს საშუალებას მოგცემთ საკუთარ თავზე ბევრი სიახლე გაიგოთ. მოულოდნელმა უსიამოვნებებმა შეიძლება ბავშვებთან ურთიერთობა გაართულოს. ვარსკვლავები ამ დღეს გირჩევენ ჩვეულზე უფრო თავშეკავებულად იმოქმედოთ და საკუთარი ემოციები აკონტროლოთ.

მორიელი
ხელსაყრელი დღეა საქმიანი ვიზიტებისა და მოგზაურობისთვის. თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი მკვეთრად გაიზრდება. თუ ამ დღეს მოგზაურობა შემოგთავაზეს, დათანხმდით - გზაში გელით იღბალი, თავგადასავლები, შემოქმედებითი ან ან ბიზნეს გამარჯვებები. ხანდაზმულებმა ადამიანებმა საკუთარი შესაძლებლობები გონივრულად უნდა შეაფასონ.

მშვილდოსანი
განმარტოვებისა და სამყაროს ქაოსისგან გარიდების სურვილი გაუცხოებას და პირად პრობლემებს გამოიწვევს. დღის მეორე ნახევარში გამორიცხული არ არის სიყვარულში, პარტნიორულ ან ცოლქმრულ ურთიერთობებში გაუგებრობით. ამ დღის მთავარი ამოცანა გარშემომყოფებთან ურთიერთობის მოგვარება და შეთანხმების მიღწევა გახლავთ.

თხის რქა
შეეცადეთ ყველა დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ, რადგან მოულოდნელი პრობლემები თქვენს საქმიანობას შეაფერხებს. გამორიცხული არ არის ბავშვებთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ხარჯები და ფინანსური ზარალი.

მერწყული
ეს დღე ბიზნესში, შემოქმედებასა და სიყვარულში წარმატებას და ხელმძღვანელობის მხარდაჭერას გპირდებათ. ამ დღეს ნებისმიერ დაბრკოლებას ადვილად გადალახავთ, თქვენი კავშირები გაძლიერდება და განვითარდება. თქვენი კომუნიკაბელურობა და კეთილგანწყობა უამრავ პარტნიორს და თანამოაზრეს გაგიჩენთ. ახალი ნაცნობი თქვენი დიდი საიმედო საყრდენი და მხარდამჭერი გახდება.

თევზები
პირადი ცხოვრება განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს. სავარაუდოდ, ახალგაზრდა თევზები ოჯახის შექმნას გადაწყვეტენ. მოსალოდნელია შეხვედრები ძველ მეგობრებთან და გულშემატკივრებთან, რომლებიც წარსული დღეების ნათელ წუთებს გაგახსენებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა