თეგებით ძიება
11. 03. 2021 მსოფლიო

აშშ-ის გენპროკურორად მერიკ გარლანდი დაამტკიცეს

აშშ-ის ახალი გენერალური პროკურორი მერიკ გარლანდი გახდა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი კანდიდატი სენატმა უკვე დაამტკიცა. ქვეყნის 86-ე პროკურორს 70 სენატორმა დაუჭირა მხარი, მათ შორის 20 რესპუბლიკელი იყო. ინფორმაციას New York Times აქვეყნებს.

გარლანდი ფიცს იუსტიციის სამინისტროში, სავარაუდოდ დღესვე დადებს.

გამოცემის ინფორმაციით, კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს მერიკ გარლანდს რთულ დროს - შიდა ექსტრემიზმის დაპირისპირების პირობებში უწევს საპასუხისმგებლო პოსტის დაკავება.

"გენერალური პროკურორი იუსტიციის სამინისტროს კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად მართავს", ნათქვამია სენატორ რიჩარდ დარბინის განცხადებაში. დემოკრატები ყოფილ გენერალურ პროკურორს უილიამ ბარს კანონის უზენაესობის დარღვევასა და ტრამპის პირადი და პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებაში ადანაშაულებდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა