თეგებით ძიება
11. 03. 2021 მსოფლიო

ფუკუშიმაში მომხდარი კატასტროფიდან 10 წელი გავიდა

იაპონიაში 2011 წელს მიწისძვრის, ცუნამისა და ფუკუშიმაში მომხდარი კატასტროფის შედეგად დაღუპულებს იხსენებენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში ბირთვული ენერგიის საწინააღმდეგო გამოსვლებია დაგეგმილი. იმპერატორი ნარუჰიტო და პრემიერ-მინისტრი იოშიჰიდე სუგა დაღუპულთა ხსოვნას პატივს ტოკიოში დაგეგმილ ცერემონიაზე მიაგებენ.

მასობრივი მიწისძვრა 2011 წლის 11 მარტს მოხდა, მიწისქვეშა ბიძგებმა ცუნამი გამოიწვია. სტიქიის შედეგად, რამდენიმე ქალაქი განადგურდა, ფუკუშიმაში კი ბირთვულ ელექტროსადგურზე ავარია მოხდა. კატასტროფას 20 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამის მიუხედავად, იაპონიას ბირთვულ ენერგიაზე უარი არ უთქვამს. ამ ეტაპზე ქვეყანაში 33 სადგური მუშაობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა