თეგებით ძიება
11. 03. 2021 მსოფლიო

სერგეი სკრიპალის სახლი, რომელშიც ის „ნოვიჩოკით“ მოწამლეს, იყიდება

სოლსბერიში იყიდება სახლი, რომელშიც ГРУ-ს ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია ნოვიჩოკით მოწამლეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, უკვე ცნობილია, რომ სახლს უილტშირის საგრაფოს მუნიციპალური საბჭო იყიდის. საბჭოს სახლის გადაკეთებას აპირებს. ამის შემდეგ კი სახლში ცხოვრება ისევ ნებადართული იქნება.

სახლის საყიდლად საბჭოს ადგილობრივების ნებართვა სჭირდებათ.

რუსეთის ГРУ-ს ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერიში ნერვული აგენტი „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. სკრიპალები სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებოდნენ. სკრიპალის მოწამვლას თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დიპლომატიური დაპირისპირება მოჰყვა. ბრიტანეთის ხელისუფლების ვერსიით, სკრიპალების მოწამვლა რუსეთის სპეცსამსახურების ორგანიზებით მოხდა. მოსკოვი მომხდართან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა