თეგებით ძიება
11. 03. 2021 მსოფლიო

სასკოლო ავტობუსის ხევში გადავარდნას ათობით მოსწავლე ემსხვერპლა

ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე სასკოლო ავტობუსი ხევში გადავარდა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

ავტობუსში 66 ადამიანი, ძირითადად, სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ, რომლებიც ექსკურსიიდან ბრუნდებოდნენ.

სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაუდგენილი მიზეზის გამო დაკარგა. 39 დაშავებული უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვლილთა ასაკი ამ ეტაპზე უცნობია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა