თეგებით ძიება

შაბათიდან საქართველოში ვაქცინა შემოვა - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში ვაქცინა უფრო ადრე, შაბათს შემოვა.

ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ეს UNICEF-ის დახმარებით მოხდა.

"საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით, თარიღმა გადმოიწია 1 კვირით, ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან საქართველოში გვექნება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება", - თქვა ტიკარაძემ.

მისივე განცხადებით, შეთანხმების თანახმად პირველ ეტაპზე ასტრაზენეკას ვაქცინა, 43 200 დოზა შემოვა.

ვაქცინა 22 მარტის კვირაში უნდა შემოსულიყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა