ხუთი მიზეზი, რატომ უნდა ინახებოდეს ცოლთან ოჯახური ბიუჯეტი
ვინ უნდა შეინახოს ოჯახური ბიუჯეტი? ვინ უნდა აკონტროლოს ყველა ხარჯი? ალბათ, ამ საკითხზე ყველა ადამიანს საკუთარი, დასაბუთებული პოზიცია აქვს.
ვედური ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ოჯახის კეთილდღეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კაცის გამომუშავებული ფული ქალთან ინახებოდეს. რატომ მაინცდამაინც ცოლთან და რა კავშირი აქვს ამას ოჯახის კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან?
ხუთი მიზეზი ქალისთვის ფულის მისაცემად:
1.ვედური ასტროლოგიის თანახმად, ცოლი ხვავისა და კეთილდღეობის ქალღმერთის ლაქშმის გამოვლინებაა. თუ ასეა, დაე, მთელი ხვავი და კეთილდღეობა, რომელსაც მამაკაცი მოიპოვებს, მისი ქალღმერთის ხელში იყოს!
2. ძველმა ბრძენებმაც კი შენიშნეს, რომ როდესაც ფული მამაკაცთან ინახება, მასზე ბევრს ფიქრობს და ეს მუშაობაში ხელს უშლის. მამაკაცს ნათელი თავი, სუფთა გონება და ფხიზელი აზროვნება სჭირდება და არა ფულით დაბინდული.
3. როდესაც ფული მამაკაცთან ინახება, ცოლმა მისი რეალური რაოდენობა არ იცის და იმაზე მეტს ითხოვს, ვიდრე ოჯახური ბიუჯეტი საშუალებას აძლევს.
განსხვავებული სიტუაციაა, როდესაც ოჯახის ბიუჯეტი ქალის ხელში ხვდება. ამის შემდეგ ნამდვილი წესრიგი და გონივრული ეკონომიკა მყარდება, რადგან ცოლს პასუხისმგებლობის გრძნობა უფლებას არ აძლევს ზედმეტი დახარჯოს.
4. ქალი ფულის მოზიდვის განსაკუთრებულ მაგიას ფლობს. მან ფულთან სწორად მოქცევა იცის. ქალების უმეტესობა მამაკაცზე უფრო სისუფთავის მოყვარული და ორგანიზებულია, ვიდრე მამაკაცი, რაც ნიშნავს, რომ ოჯახის ბიუჯეტში ყოველთვის წესრიგი იქნება და ფულს ეს უყვარს.
5. როდესაც ქალი ფულს ხარჯავს, ის ამას ბუნებრივად აკეთებს, რაც უფრო ბედნიერს და თავდაჯერებულს ხდის და თავის მამაკაცსაც აბედნიერებს.