თეგებით ძიება

რა გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე სართული რომელზეც ცხოვრობთ?

ნუმეროლოგიაში თითოეულ რიცხვს გარკვეული მნიშვნელობა აქვს. ამ უძველესი ეზოთერული მეცნიერების საფუძველზე შეგვიძლიათ ადამიანის სიცოცხლეზე რიცხვების გავლენას გავეცნოთ. იმის გათვალისწინებით, რომ რიცხვები ყველგან გარს გვახვევია, ნუმეროლოგიური ცოდნის დახმარებით შეგვიძლია მათი გავლენა გამოთვალოთ.

არც თუ იშვიათად, რიცხვები არა მხოლოდ აღმნიშვნელ, არამედ გამაფრთხილებელ სიმბოლოებად გვევლინებიან. მათ შეუძლიათ მოახლოვებული საფრთხის შესახებ გვამცნონ ან მოახლოვებული უბედურება იწინასწარმეტყველონ.

ადამიანი, რომელსაც რიცხვებში დაფარული აზრის ამოკითხვა შეუძლია, საკუთარი და სხვა ადამიანების ცხოვრების მართვასა და ისტორიის შეცვლასაც კი შეძლებს. ამიტომ მსოფლიოში უამრავი მკვლევარი ცდილობს დაადგინოს რიცხვებსა და მოვლენებს შორის კავშირი. სწორედ ისინი ამტკიცებენ, რომ ასეთი კავშირი არსებობს და მისი დანახვა შესაძლებელია.

ნუმეროლოგიას შეუძლია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე უამრავი საინტერესო რამ გვიამბოს. მაგალითად, სართული, რომელზეც ცხოვრობთ, გარკვეული ინფორმაციის მატარებელია. ვნახოთ როგორი ენერგიის ენერგიის მატარებელია სართული, რომელზეც თქვენი ბინა მდებარეობს.

1 სართული - ეს რიცხვი ადამიანს ამბიციებს და უკეთესობისკენ წრაფვის სურვილს ანიჭებს. ეს სართული კარიერისტებს წარმატებას მოუტანს.

მე-2 სართული - ეს რიცხვი უფრო მომთმენია გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ. მეორე სართულის მაცხოვრებლები ხშირად განიცდიან დეპრესიას, ბევრს ოცნებობენ და ილუზიებში ცხოვრობენ.

მე-3 სართული - ამ სართულის მაცხოვრებლები ძალაუფლების, ავტორიტეტისა და მატერიალური სიმდიდრისკენ ისწრაფვიან. მათთვის საზოგადოებაში მაღალი პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია.

მე-4 სართული - ამ სართულის მაცხოვრებლები ხშირად საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილონი არიან. ისინი მუდმივად ცხოვრებას უჩივიან და მტკივნეულად აღიქვამენ მათი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას.

მე -5 სართული - ნუმეროლოგიის თანახმად, მეხუთე სართული ხელს უწყობს კარიერულ ზრდას და მოგების შანსებს ზრდის.

მე-6 სართული - ოჯახური ცხოვრებისა და სიმშვიდისთვის ხელსაყრელი რიცხვია. ამ სართულზე მაცხოვრებლებს კეთილდღეობა, ბედნიერი ოჯახური ცხოვრება, კომფორტი და სიყვარული ელით.

მე-7 სართული - შემოქმედებითი და ორიგინალურად მოაზროვნე ადამიანების სართულია. თუნდაც სრულიად ჩვეულებრივი ადამიანები დამკვიდრდნენ, ამ სართულზე მალე სხვებისგან განსხვავებულად დაიწყებენ ცხოვრებას.

მე-8 სართული - არახელსაყრელი სართულია, რომელიც ადამიანებს სამყაროს შეზღუდულ ხედვას სთავაზობს. აქ ცხოვრობენ მაქსიმალისტები, რომლებიც ხშირად ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდებიან.

მე-9 სართული - ამ სართულს ძლიერი ენერგია აქვს. ადამიანები, რომლებიც ყოველთვის მიზნების ასრულებისკენ ისწრაფვიან, აქ ბედნიერებას მოიპოვებენ. ეს არის ლიდერების სართულია.

მე-10 სართული - ისინი, ვინც მეათე სართულზე ცხოვრობენ, სამსახურშიც, ოჯახშიც და სოციალურ წრეშიც ძალაუფლებისა და ხელმძღვანელობისკენ ისწრაფვიან.

მე-11 სართული - ამ სართულის ნომერი ადამიანს მტკიცე ხასიათით ასაჩუქრებს. საუკეთესო ვარიანტია ამბიციური, შემოქმედებითი და ორიგინალური პიროვნებებისათვის.

მე-12 სართული - ამ სართულიდან წამოსული ვიბრაცია ადამიანის ხასიათზე უარყოფითად მოქმედებს. შედეგად ის დაუცველი ხდება და მუდმივ მორალურ მხარდაჭერას საჭიროებს.

მე-13 სართული - ეს არის გამომგონებლებისა და ინოვატორების რიცხვია. როგორც წესი, მეცამეტე სართულზე უცნაური ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც რაღაც ახალიც, უნიკალიურის შექმნას ცდილობენ. ხშირად, მათი იდეებს არასწორად იგებენ.

მე-14 სართული - ამ ადამიანების ცხოვრების აზრი მატერიალური კეთილდღეობის მოპოვებაა. ეს სართული წარმატებას მოუტანს მათ, გამდიდრდება სურს.

მე-15 სართული - ეს რიცხვი ადამიანისთვის შინაგან მომხიბვლელობადაც კი ითვლება. ამ სართულზე მაცხოვრებლები იზიდავენ თავისკენ სხვა ადამიანებს.

მე-16 სართული - ნუმეროლოგიის თანახმად, აღნიშნული სართული ადამიანს რისკიან, ავანტურისტ და თავისუფლების მოყვარედ აყალიბებს. ამ სართულზე მოგზაურობის და თავგადასავლების მოყვარულები ცხოვრობენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა